პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამარიამობის მარხვაში საკითხავი ლოცვები

მარიამობის მარხვაში საკითხავი ლოცვები

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია. მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწაული, 19 აგვისტო.

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ, როგორც უწმინდესმა ბრძანა ამ ლოცვას ბევრი გადაურჩენია.

„ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ.

დედაო ქრისტეს სიყვარულისა, შენისა მწყალობლობითა თვალითა მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რაითა მფარველობითა შენითა, დაცულ იქნას ცხოვრებაი ჩემი….

მარიამობის მარხვაში განსაკუთრებული ძალა აქვს ლოცვას, მოწყალებას, ამიტომ ჯანმრთელობის, სავედრებელ პარაკლისისთვის ყველას შეგიძლიათ მოგვწეროთ მოსახსენებელი, რათა ლოცვით განვლოთ ეს დღეები, ეცადეთ არავინ დარჩეთ ამ დიდი წყალობის გარეშე, მარიამობის მარხვას წმინდა მამები ადარებენ დიდ მარხვას, ეს არის ლოცვის და მოწყალების დრო,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ტრაგიკული შემთხვევა ქობულეთში-გველის ნაკბენი და პრევენციის მნიშვნელობა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი