ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმი"მაიმუნის ყვავილის" ახალი შტამი საქართველოში, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს გამოჩნდება!" - გიორგი ფხაკაძე...

“მაიმუნის ყვავილის” ახალი შტამი საქართველოში, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს გამოჩნდება!” – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს

კონგოში ”მაიმუნის ყვავილის” ახალი, უპრეცედენტო შტამის აფეთქებაა და საქართველოში, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს გამოვლინდება – აღნიშნულის შესახებ პროფესორმა გიორგი გხაკაძემ facebook ლაივში ისაუბრა და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი არაეფექტურია, რადგან სახელმწიფოს ამ საკითხზე არავითარი განცხადება არ გაუკეთებია და შესაბამისი სიფრთხილის ზომები არ მიუღია. 

გთავაზობთ გიორგი ფხაკაძის კომენტარს აღნიშნულ საკითხზე:

“საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აფრიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრში, სადაც დაადგინეს, რომ კონგოში გავრცელდა ახალი დაავადება “ემოქსი”. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ეს ინფორმაცია გადასცა სხვადასხვა ქვეყანას.

სამწუხაროდ, ეს ახალი ვირუსი უკვე გავრცელდა კენიაში, ირლანდაში და სხვა ქვეყნებშიც. ეს შტამი ძველი შტამებისგან განსხვავებით, არის უფრო მარტივად გადამდები და, შეიძლება, სასიკვდილოც კი გახდეს.

ზოგადად, მაიმუნის ყვავილი არ არის სასიკვდილო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ 2002 წელს, აფეთქების დროს, ამ დაავადების გავრცელების შედეგად 500 ადამიანი გარდაიცვალა. ვინაიდან ეს ვირუსი ვრცელდება კანიდან კანზე შეხებით, ანუ ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

პირველი აფეთქება ლტოლვილთა ბანაკებში გავრცელდა ძალიან სწრაფად, ცეცხლის ალივით აფეთქდა. ჩვენ 2022 წელს დავინახეთ, რომ ის დაავადება, რომელიც იყო არც თუ ისე საშიში და რთული, აქვს უფრო დიდი პოტენციალი, რომ უფრო სწრაფად გავრცელდეს ადამიანებში. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური საბჭო შეიკრიბა და ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. სამწუხაროდ, საქმე იმ ზომამდე მიდის, რომ ეს დაავადება გასცდა ერთი ქვეყნის ან რეგიონის პრობლემას, ანუ, ეს უკვე არის მსოფლიო პრობლემა და საყურადღებოა.”

გიორგი ფხაკაძემ აღნიშნული დაავადების საქართველოში გავრცელების შესაძლებლობაზეც ისაუბრა:

”რაც შეეხება საქართველოს, ჯერ არ არის დაფიქსირებული, მაგრამ, ვინაიდან საქართველო ტურისტულად ძალიან აქტიური ქვეყანაა, რომელსაც მილიონამდე სტუმარი სტუმრობს, ჩვენც ვერ ავცდებით გლობალურ აფეთქებას და, სავარაუდოდ, ჩვენც გვექნება შეხება ამ ვირუსთან.

იმ მოძრაობიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია, ეს დაავადება აგვისტოს ბოლოსაკენ გამოჩნდება და ამისათვის შესაბამისი მზადებაა საჭირო. პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ამ ვირუსის სიმძიმე, რომ იშვიათი დაავადებაა და დაინფიცირებული ადამიანი იმ წუთასვე იზოლირებული უნდა იყოს. ხელის ჩამორთმევით, კოცნით და კანის კანზე შეხებით ეს ვირუსი სწრაფად ვრცელდება. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა, რომ მოსახლეობა გააფრთხილოს ახალი მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და მოხდეს მობილიზაცია როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე დაიწყოს საინფორმაციო კამპანია, ამას  არ აკეთებს, მაგრამ ჩემ მიერ შექმნილი მედიაჰოლდინგი “შენი” ზუსტად ფარავს იმ ნაკლს, რომელიც დაავადებათა კონტროლის სამსახურს აქვს.

იმ საქმიანობას, რომელსაც ვერ აკეთებს საქართველის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ავსებს მედიაჰოლდინგი “შენი” -“შენიექიმის” მეშვეობით. თუ რამე სიახლე იქნება, ჩვენი მედიაჰოლდინგის საშუალებით პირდაპირ ეთერში საქართველოს მოქალაქეები, ასევე ემიგრანტებიც გაიგებენ, რა ხდება მსოფლიოს გარშემო. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართულენოვანმა საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია ამ ახალი დაავადების შესახებ.”

გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ წინა შტამი სასიკვდილო არ იყო, მაგრამ ახალი ვარიანტი, რომელიც გაჩნდა კონგოში, სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. სწორედ ამიტომ არის საყურადღებო და საგანგაშო.

იხილეთ აღნიშნულ საკითხზე ჯანმო-ს განცხადება

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
10 საუკეთესო აქტივობა ყირგიზეთში

10 საუკეთესო აქტივობა ყირგიზეთში

13 March, 2025
ვარჯიშების სისტემა – კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშისას მნიშვნელოვანია კუნთებისათვის საკმაო რაოდენობის მუშაობა

ვარჯიშების სისტემა – კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშისას მნიშვნელოვანია კუნთებისათვის საკმაო რაოდენობის მუშაობა

მარტი 13, 2025
5 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერის დიზაინში

5 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერის დიზაინში

მარტი 13, 2025
ღორის ხორცი – მავნებელი თუ სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისთვის? – სპეციალისტის განმარტება

ღორის ხორცი – მავნებელი თუ სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისთვის? – სპეციალისტის განმარტება

მარტი 13, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რომელია მოგზაურობის დროს ძილის ყველაზე საშიში პოზა

რომელია მოგზაურობის დროს ძილის ყველაზე საშიში პოზა

მარტი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხილის მეფე: რომელი ხილი იმსახურებს ამ ტიტულს?

ხილის მეფე: რომელი ხილი იმსახურებს ამ ტიტულს?

მარტი 13, 2025
რომელი ესთეტიკური პროცედურებია პოპულარული და რა ასაკიდან იწყება გაახალგაზრდავებაზე ზრუნვა – ექსკლუზიური ინტერვიუ კოსმეტოლოგ-ესთეტიკ ნატალია ბარბაქაძესთან

რომელი ესთეტიკური პროცედურებია პოპულარული და რა ასაკიდან იწყება გაახალგაზრდავებაზე ზრუნვა – ექსკლუზიური ინტერვიუ კოსმეტოლოგ-ესთეტიკ ნატალია ბარბაქაძესთან

მარტი 13, 2025
რომელი ადგილები უნდა ნახოთ იტალიაში აუცილებლად

რომელი ადგილები უნდა ნახოთ იტალიაში აუცილებლად

13 მარტი 2025
ლაგოდეხის დრამატული და თოჯინების თეატრის პრემიერა თბილისში – ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრის სცენაზე

ლაგოდეხის დრამატული და თოჯინების თეატრის პრემიერა თბილისში – ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრის სცენაზე

მარტი 13, 2025
ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია საერთაშორისო გამოფენის „Foodex Japan 2025-ის” ფარგლებში გაიმართა

ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია საერთაშორისო გამოფენის „Foodex Japan 2025-ის” ფარგლებში გაიმართა

მარტი 13, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი