წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისჯილი აქვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა – ინდოეთის მოქალაქე დააკავეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, 1997 წელს დაბადებული ინდოეთის მოქალაქე ვ.გ. დააკავეს.

დაკავებული ვ.გ. ინდოეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის, მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისჯილი აქვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა.

ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ვ.გ. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისჯილი აქვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა – ინდოეთის მოქალაქე დააკავეს. 2 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/წითელი-ცირკულარით-იძებნე/

  „პროდუქტის გაიაფებაზე მუშაობა ფასების საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად გაგრძელდება“ - ირაკლი კობახიძე ქსელურ მარკეტებს „პროდუქტის გაიაფებისთვის“ გადადგმული ნაბიჯებისთვის მადლობას უხდის
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi