შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოლუკაშენკომ შეიწყალა გერმანიის მოქალაქე, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი

ლუკაშენკომ შეიწყალა გერმანიის მოქალაქე, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი

ბელარუსის პრეზიდენტმა გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი შეიწყალა, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ლუკაშენკოს ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მიიღო.

კრიგერს ბრალი 6 მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის მას ბრალი ედებოდა ტერაქტის მოწყობის მცდელობაში, უცხო ქვეყნის თანამშრომლებთან თანამშრომლობასა და სხვა მძიმე დანაშაულებში.

სიკვდილმისჯილმა მინსკის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, მოგვიანებით კი ლუკაშენკოსგან შეწყალება ითხოვა. ბელარუსის კანონმდებლობით, შეწყალება სასიკვდილო განაჩენის შემთხვევაში, მისი სამუდამო პატიმრობით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

  რამზან კადიროვის ქალიშვილის მილიონები - როგორ გამოიმუშავებს 19 წლის ტაბარიკ კადიროვა და მისი კომპანია ფულს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი