– ლოცვისას სახლში რომ აურზაურია, რა ვქნათ?
– რა უნდა ვქნათ? ჩვენ არ შეგვიძლია ვაიძულოთ სხვები გააკეთონ ის, რაც ჩვენ გვინდა, რაც არ უნდა წმინდა საქმე იყოს. ჩვენ ვერ ვაიძულებთ მათ.
მახსოვს, ათონის მთაზე ერთი უბრალო მოხუცი გვყავდა, რომელიც როგორც კი მთიდან გამოდიოდა და ავტობუსში ჩაჯდებოდა ეუბნებოდა მძღოლს:
“რადიო გამორთე!”
სხვა მგზავრები აპროტესტებდნენ, რადგან რადიოს მოსმენა სურდათ. ბაბუა მაშინვე გასცემდა ბრძანება: „რადიო გამორთეთ!“.
ცოტა ხანში თუ ვინმე ახლომახლო ალაპარაკდებოდა:
“გაჩერდით! ახლა ვლოცულობ!”
– “ბაბუა ეს სკეტი არაა! აქ არის ავტობუსი, რომელიც მიგვიყვანს სალონიკში. თუ გინდათ საღამოს ილოცეთ.”
სხვები არ არიან ვალდებულნი. ჩვენ არ შეგვიძლია დავაწესოთ ის, რაც გვინდა ჩვენს სახლში. პატივი უნდა ვცეთ სხვა ადამიანების თავისუფლებას.
ხომ იცი, არავინ გვიშლის ხელს. არც ხმაური და არც ღელვა. არავინ გვიშლის ხელს. ეს ყველაფერი ჩვენი სისუსტეა. სუსტები ვართ. თუ მსურს ვილოცო და მოვიხმო ქრისტეს სახელი, ვერაფერი შემაფერხებს. რა თქმა უნდა, დუმილი დამხმარე საშუალებაა. მაგრამ არაფერი უშლის ხელს ჩვენს გულებს მობრუნებაში, ლაპარაკში და უფლის სახელის მოწოდებაში. და ფაქტობრივად, რაც უფრო მეტი სირთულე გვაქვს ლოცვის დროს, მით უფრო მეტად ეხმარება მლოცველს ანგელოზი.
რაც უფრო მეტი ადამიანური სირთულეები გვაქვს, მით მეტი ღვთაებრივი შესაძლებლობებით ვისარგებლებთ ლოცვის დროს.
ამიტომ არ უნდა ვიწუწუნოთ, რომ „არ ვლოცულობ, რადგან სახლში არეულობაა“. როცა ლოცვა მინდა, არაფერი მაწუხებს. შემიძლია ჩემს ოთახში წავიდე, დავჯდე ნებისმიერ ადგილას და მოვუხმო ქრისტეს და მაშინვე ვიგრძნობ ღმერთის ყოფნას ჩემში.
სიჩუმე კარგი და სასარგებლოა, მაგრამ სიმშვიდე იწყება ჩვენს გულში. თუ ჩვენი გული არეული და ხმაურიანია და უდაბნოში წავალთ, სიმშვიდეს ვერ ვიპოვით. თუ ჩვენი გული წყნარია და მშვიდობა აქვს და მოიხმობს ქრისტეს სახელს – რომელიც ყოვლადწმიდაა და სულიწმიდის ყველა სიკეთე მოაქვს – თუნდაც ყველაზე უარეს ომში აღმოვჩნდეთ, ეს საერთოდ არ შეგვაწუხებს.
ვერაფერი შეგვაწუხებს, თუ შინაგანი სიმშვიდე გვაქვს. ასე რომ, როცა ჩვენს სახლს არ აქვს საჭირო პირობები და სხვას ვერაფერს ვაკეთებთ, ვერ გავდივართ სახლიდან, ვერ ვაიძულებთ სხვებს გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ გვინდა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ლოცვით და რადგან ეს არის ღვთის მადლი.
ლოცვა არის ღმრთის ენერგია და ჩვენ დავეხმარებით საკუთარ თავს, მაგრამ ნელ-ნელა სხვა ადამიანებზეც იმოქმედებს ლოცვა და ისინიც შეიცვლებიან და გახდებიან სულიერი ადამიანები.
მიტროპოლიტი ათანასე
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.


