კვირა, მაისი 3, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებილოცვა, რომელიც პანტელეიმონ მკურნალისადმი იკითხება

ლოცვა, რომელიც პანტელეიმონ მკურნალისადმი იკითხება

წმინდანი დაიბადა ნიკომიდიაში მესამე საუკუნის მეორე ნახევარში. არ არსებობს ტაძარი, რომელშიც არ იყოს დაბრძანებული ნიკომიდიელი მკურნალის, წმინდა პანტელეიმონის ხატი. იგი ოცდაცხრა წლისა აღესრულა, საშინელი ტანჯვისა და გვემის დათმენის შემდეგ. 29 წელს იცხოვრა მიწიერი ცხოვრებით, მაგრამ სწორედ ამ ცხოვრების გამო დაიმსახურა უფლისაგან სასწაულმოქმედების ნიჭი და სახელი „პანტელეიმონ“, რაც ქართულად გამოითარგმანება, როგორც „ყოვლად მოწყალე”.

წმინდანი კურნავდა ავადმყოფებს ქრისტეს სახელითა და თავისი სამედიცინო გამოცდილებით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. უსინათლოებს მისი მკურნალობით თვალები ეხილებოდათ, ხეიბრები დადიოდნენ და ადიდებდნენ ქრისტეს. პანტელეიმონ მკურნალი ავადმყოფებს ქრისტიანობას უქადაგებდა, რის გამოც დასაჯეს და თავი მოჰკვეთეს.

წმინდა მოწამე არა მხოლოდ სიცოცხლეში აღასრულებდა სასწაულებს, არამედ სიკვდილის შემდგომაც კურნავს ავადმყოფებს და მეოხია ყველასი, ვინც სარწმუნოებით მოუხმობს მის სახელს.

მადრიდში, მაცხოვრის ფერისცვალების სამეფო მონასტერში ინახება ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული სიწმინდე – სისხლი წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონისა, რომელიც ყოველი წლის 27 ივლისს (ახლით 9 აგვისტო), მყარი მდგომარეობიდან კვლავ თხევად მდგომარეობას იღებს.

წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის უხრწნელი ნაწილები მთელს საქრისტიანოშია მიმოფანტული. წმინდა თავის ქალა ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის რუსულ მონასტერშია დაბრძანებული.

თბილისში ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს შენობაში პატარა ეკლესიაა, სადაც წმიდა პანტელეიმონ მკურნალის ხატს მირონი სდის, რომლის ცხებითაც სასწაულებრივად განიკურნა უამრავი ადამიანი.

ლოცვა

„ჰოი, მკურნალო უვერცხლოო და ჩვენთა სალმობათა შემტყვებარო, წმიდაო დიდმოწამეო პანტელეიმონ, ლოცვითა შენითა მსწრაფლშეწევნადითა განაბრწყინვე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი. მღვდელთა და დიაკონთა ღმრთისმსახურებისა სიყვარული მოჰმადლე, სამონაზნოთა წესთა მაცხოვნებელი მღვიძარებაი მოანიჭე და ყოველთა მართლმადიდებელთა ცხოველსმყოფელისა სიყვარულისა ბჭენი განუხვენ, რაითა სულიერსა სიმრთელესა კვალადგებულნი და ღმრთისა სასუფეველსა შეწყნარებულნი ჩვენცა შენ თანა ვადიდებდეთ არარაისაგან კაცთა არსად მომყვანებელსა ღმერთსა, რომლისა არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“

  „იმედის კვირა“ მიშო ბიძინაშვილს ემშვიდობება - „ჩვენი გუნდი ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც მიშოსთან ერთად იყო…“

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.