ლაშა ბექაური ნახევარფინალშია!

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ლაშა ბექაური

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე, ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) ასპარეზობს, რომელმაც ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჰანს იპონით სძლია.

ნახევარფინალში ლაშა ბექაურის მეტოქე ესპანეთის სახელით გამომსვლელ ტრისტან მოსახლიშვილსა და ბრაზილიელ რაფაელ მასედოს შორის გამარჯვებული იქნება. ოლიმპიადის ძიუდოს ტურნირზე ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.

შეგახენებთ, რომ პარიზში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ლაშა ბექაური ნახევარფინალშია!. 31 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ლაშა-ბექაური-ნახევარფინა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi