ლაშა ბექაურის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა – ძი­უ­დო­ში ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლაშა ბე­ქა­უ­რი ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ ფო­ტოს კლი­ნი­კის პა­ლა­ტი­დან აქ­ვეყ­ნებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ძი­უ­დო­ში ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლაშა ბე­ქა­უ­რი ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ ფო­ტოს კლი­ნი­კის პა­ლა­ტი­დან აქ­ვეყ­ნებს და წერს: “Operation – მზად ვართ ბრძო­ლის­თვის”.

შე­გახ­სე­ნებთ, აპ­რი­ლის ბო­ლოს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლა­შა ბექაურს ოპე­რა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბო­და. ამის მი­ზე­ზი გახ­და ის, რომ თბი­ლის­ში გა­მარ­თულ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სპორ­ტსმენ­მა მხრის კუნ­თი გა­ი­წყვი­ტა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მან მე­სა­მე ად­გი­ლის­თვის მა­ინც იჭი­და­ვა, თუმ­ცა და­ზი­ა­ნე­ბის გამო გა­მარ­ჯვე­ბა ვერ შეძ­ლო.

მე­დი­ა­ში ბე­ქა­უ­რის ტრავ­მის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბიც გავ­რცელ­და.

- Advertisement -
Ad imageAd image

მას ოპე­რა­ცია საფ­რან­გეთ­ში ქა­ლაქ ბურ­ჟი­ში მდე­ბა­რე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში ჩა­უ­ტა­რეს.

ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი პა­რიზ­ში 3 მა­ისს, თან­მხლებ ექიმ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა. მას ოპე­რა­ცია მხრის ქი­რურ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით წამ­ყვან­მა ფრან­გმა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ჩა­უ­ტა­რეს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ლაშა ბექაურის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა – ძი­უ­დო­ში ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლაშა ბე­ქა­უ­რი ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ ფო­ტოს კლი­ნი­კის პა­ლა­ტი­დან აქ­ვეყ­ნებს. 5 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ლაშა-ბექაურის-ოპერაციამ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi