კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩივილების უდიდესი წილი (პირის ღრუდან ანუსამდე) დაკავშირებულია არა ორგანულ პათოლოგიებთან, არამედ ფუნქციურ აშლილობებთან

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩივილების უდიდესი წილი (პირის ღრუდან ანუსამდე) დაკავშირებულია არა ორგანულ პათოლოგიებთან, არამედ ფუნქციურ აშლილობებთან

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩივილების უდიდესი წილი (პირის ღრუდან ანუსამდე) დაკავშირებულია არა ორგანულ პათოლოგიებთან, არამედ ფუნქციურ აშლილობებთან.

გასტროენტეროლოგიური პრაქტიკის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ფუნქციურ აშლილობებს (Gut-Brain Interaction Disorders) უკავშირდება.
ეს არის ნაწლავისა და თავის ტვინის ღერძის (Gut-Brain Axis) მუშაობის მოშლის პირდაპირი შედეგი, სადაც ნერვული სისტემა, ფსიქიკური მდგომარეობა და სტრესი გადამწყვეტ როლს თამაშობს მომნელებელი სისტემის დისბალანსში.
ეს არის ორმხრივი კომუნიკაციის სისტემა, რომლის საშუალებითაც ტვინი და კუჭ-ნაწლავი მუდმივად ეკონტაქტებიან ერთმანეთს ნერვული, ჰორმონული და იმუნური მექანიზმებით.
გახსოვთ ის შეგრძნება, მნიშვნელოვანი გამოცდის ან საჯარო გამოსვლის წინ მუცელში რომ გიჭერთ? ეს სწორედ ნაწლავ-ტვინის ღერძის მუშაობის ყველაზე თვალსაჩინო და ყოველდღიური მაგალითია.
ფუნქციური დარღვევების დროს რუტინული კვლევებით არ ვლინდება რაიმე სტრუქტურული დაზიანება, თუმცა სიმპტომები აბსოლუტურად რეალურია და მათ უკან რთული ბიოლოგიური მექანიზმები დგას.
ამიტომ, თანამედროვე და ჰოლისტური მიდგომა კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს გულისხმობს არა მხოლოდ ცალკეული ორგანოს მკურნალობას, არამედ მთელი სისტემის, ნაწლავ-ტვინის ღერძის, ნერვული სისტემის, ძილის, სტრესის, კვებისა და მიკრობიომის ერთობლივი მუშაობის გათვალისწინებას.
როდესაც ორგანიზმი გიგზავნით სიგნალს, პრობლემას კომპლექსურად უნდა შევხედოთ და არა მხოლოდ სიმპტომების ზედაპირული ჩახშობით

წერს თორნიკე ნონიაშვილი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩივილების უდიდესი წილი (პირის ღრუდან ანუსამდე) დაკავშირებულია არა ორგანულ პათოლოგიებთან, არამედ ფუნქციურ აშლილობებთან. 12 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/კუჭ-ნაწლავის-ტრაქტის-ჩივ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi