პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემათავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში უწყებათაშორისი კურსი გაიხსნა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში უწყებათაშორისი კურსი გაიხსნა

სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) ახალი სასწავლო კურსი – „გადაწყვეტილების მიღება შეზღუდული რესურსების პირობებში” ოფიციალურად გაიხსნა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. გამომსვლელებმა უსაფრთხოების ცვალებად გარემოში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის მრავალწლიან და წარმატებულ გამოცდილებას.
კურსი, ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ინსტიტუციონალიზაციასა და რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად.

კურსის ფარგლებში შემდეგ ძირითად საკითხებს განიხილავენ: ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, სამხედრო დაგეგმვა, თავდაცვის ეკონომიკა, პროგრამული ბიუჯეტირება და ალტერნატიული შესაძლებლობების ანალიზი. თეორიული საკითხების პარალელურად, კურსი მოიცავს ყოველდღიურ სიმულაციურ სავარჯიშოებს, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება მიეცემათ შეზღუდული რესურსების პირობებში, რეალურ სიტუაციებთან მიახლოებულ გარემოში მიიღონ გადაწყვეტილებები.

კითხვის გაგრძელება

  „როგორ მოახერხა ამ ახალგაზრდა ადამიანმა, ამხელა სიყვარულის დატოვება…სამაგალითო მღვდელი და მეგობარი, ცხოვრობდა ისე, რასაც ქადაგებდა და ქადაგებდა ისე, როგორც ცხოვრობდა!“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი