სამშაბათი, ნოემბერი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიკუნძულ მენზე ზოოპარკიდან გაქცეული მანგუსტი ლუდსახარშში იპოვეს

კუნძულ მენზე ზოოპარკიდან გაქცეული მანგუსტი ლუდსახარშში იპოვეს

კუნძულ მენზე, კურაგსის ველური ბუნების პარკიდან გაქცეული მანგუსტი დედაქალაქ დუგლასში დააფიქსირეს. ცხოველი, სახელად გეფი, პარკიდან გასულ კვირას, ვოლიერში მოწყობილი თხრილის მეშვეობით გაიქცა.

პარკის თანამშრომლები მას ტერიტორიის მახლობლად ეძებდნენ და ძალიან გაუკვირდათ, როდესაც შეატყობინეს, რომ ცხოველი პარკიდან 30 კილომეტრის მანძილზე, ერთ-ერთი ლუდსახარშის ტერასაზე დააფიქსირეს.

ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა გეფი დაიჭირეს, გალიაში ჩასვეს და სახლში დააბრუნეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ცხოველის გაქცევის მიზეზი მეორე ნახევრის ძებნა გახდა და პირობა დადეს, რომ გეფს მდედრს მანგუსტს მალე გააცნობენ.

  რატომ დაიმარხა თავი სამი დღით გიგი ქათამაძემ და რა უმძიმესი რიტუალი ჩაიტარა მან ინდონეზიაში სულიერი და ფიზიკური განწმენდისთვის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი