სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 16 მაისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 16 მაისს

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციები ისევ ეცემა.

16 მაისს, ვაჭრობის გახსნიდან 30 წუთის განმავლობაში შემცირდა როგორც “საქართველოს ბანკის” და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე “საქართველოს კაპიტალის”. კლება ამ პერიოდისთვის საშუალოდ 3%-იან დიაპაზონშია.

****

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0273 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0002 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9577 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0425 ლარი შეადგინა.

****

მეცნიერებათა აკადემია ქართველი მეცნიერების მიერ სრულიად განსხვავებული გენომის მქონე ბაქტერიული ვირუსის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ამის შესახებ მოხსენება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმზე აკადემიკოსმა თინათინ სადუნიშვილმა 13 მაისს წარმოადგინა.

ამ ბაქტერიული ვირუსის შესწავლისა და ანოტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ იგი უნიკალური და ყველა ცნობილი ვირუსისაგან განსხვავებულია.

****

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

დღეს თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს.

****

საქართველოში ფულადი გადარიცხვები გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აპრილში, საქართველოდან უცხოეთში 30,438 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 6,9%-ით მეტია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება საქართველოში გადმორიცხვებს, 2024 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 24,8%-ით შემცირდა

****

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენზე ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალში შეჭრის სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით,  21 მაისს 08:00-დან 22 მაისის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხისა და ანაკლიის გაზ გამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.

  „ვფიქრობ, ზუსტად ასე აღნიშნა ჩემმა ბიჭმა ქართული ფეხბურთის გამარჯვება, ყველა დღისთვის დამიტოვა კადრი“ – ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

****

ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ პრესკონფერენციაზე ის ფაქტი შეაფასა, რომლის თანახმად  ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ისევ ეცემა.

ეს იყო დროებითი ვარდნა, რომელმაც გამოიწვია აქციების დროებით გაუფასურება – გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიდის შედარებით სტაბილიზაციისკენ, უახლოეს დღეებში ვნახავთ ფასების ზრდას, – განაცხადა ეკონომისტმა.

როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, პოლიტიკური გამოსვლები და პროტესტი ნეგატიურ მოვლენებს ატარებს, აქციების ვარდნა კი პიკურ ფაზაში მოხდა და არა დასაწყისში.

****

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვში ჩავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომში ახალი ფრონტი გახსნა ოლქის ჩრდილოეთით საზღვრის გასწვრივ შეჭრით.

„დღეის მდგომარეობით ხარკოვის ოლქში ვითარება ზოგადად კონტროლს ექვემდებარება, ჩვენი ჯარისკაცები მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ ოკუპანტებს. მაგრამ მიმართულებაზე მდგომარეობა უკიდურესად რთულია – ვაძლიერებთ ჩვენს ქვედანაყოფებს“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.