პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოკოსმოსში გიგანტური რგოლები დააფიქსირეს, რომლებიც მძლავრ რადიოტალღებს ასხივებს

კოსმოსში გიგანტური რგოლები დააფიქსირეს, რომლებიც მძლავრ რადიოტალღებს ასხივებს

კოსმოსში ბევრი საინტერესო და იდუმალი ფენომენი არსებობს. მათ შორისაა “უცნაური რადიორგოლი” (ORC), რომელიც გალაქტიკების გარშემო შეინიშნება. პირველად ასეთი რამ 2019 წელს აღმოაჩინეს, ახლა კი მოყვარული ასტრონომების დახმარებით მეცნიერებმა ყველაზე შორეულ და მძლავრ მსგავს ობიექტს მიაკვლიეს.

“ORC-ები ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და ლამაზი კოსმოსური სტრუქტურებია, რომლებიც ოდესმე გვინახავს. შესაძლოა, ისინი გალაქტიკებისა და შავი ხვრელების თანაევოლუციის შესახებ ინფორმაციას ინახავდეს”, — აცხადებს ანანდა ჰოტა, სამოყვარულო ასტრონომიის პლატფორმა RAD@home Astronomy Collaboratory-ის დამფუძნებელი.

ORC-ები გიგანტური ზომის მკრთალი რგოლებია, რომლებიც პლაზმისგან შედგება. ისინი ზოგიერთ გალაქტიკას აკრავს გარს და რადიოტალღებს ასხივებს. აქამდე 12-მდე ამგვარი ობიექტია აღმოჩენილი, რომელთა უმეტესობაც ჩვენს გალაქტიკაზე 10-20-ჯერ დიდია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ უკანასკნელი მიგნება ამ უზარმაზარი სტრუქტურების ფორმირების შესახებ მეტის გაგებაში შეიძლება დაგვეხმაროს.

ფოტო: RAD@home Astronomy Collaboratory

ეს ORC რამდენიმე მიზეზის გამოა უნიკალური. პირველ რიგში, ის არა ერთი, არამედ ორი რგოლისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ვენის დიაგრამის მსგავსად კვეთს. ასეთი კონფიგურაციით აქამდე მხოლოდ ერთი ასეთი ობიექტი იყო დაფიქსირებული; მეორე განსაკუთრებულობა ისაა, რომ აღნიშნული სტრუქტურა აქამდე აღმოჩენილთაგან ყველაზე შორეული და მძლავრია

რადიორგოლები პირველად ინდოეთში დაფუძნებული RAD@home Astronomy Collaboratory-ის მოყვარულმა ასტრონომებმა შენიშნეს. ეს მონაცემები შემდეგ მეცნიერთა გუნდმა რადიოტელესკოპთა სისტემა LOFAR-ით შეისწავლა და მათი ავთენტურობა დაადასტურა. თავად სიგნალის წყაროს RAD J131346.9+500320 უწოდეს.

წინა კვლევებზე დაყრდნობით ვარაუდობდნენ, რომ ORC-ები ზემასიური შავი ხვრელების შეჯახებისას წარმოიქმნება, რის შედეგადაც სივრცეში ერთგვარი დარტყმითი ტალღები ვრცელდება. ამის მიუხედავად, RAD J131346.9+500320 აირის ძაფისებრი სტრუქტურის, ფილამენტის, გარშემოა. აქედან ასკვნიან, რომ შეიძლება ის შიგნით მოქცეული სპირალური გალაქტიკების ქარის მიერ იყოს ფორმირებული. ამის დასადასტურებლად დამატებითი მონაცემებია საჭირო.

მასზე დაკვირვებისას მეცნიერებმა ორი ახალი ობიექტიც დააფიქსირეს: რადიორგოლით გარემოცული, 3 მილიონი სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმული გალაქტიკა და მეორე გალაქტიკა, რომლის მიერ გამოყოფილი მატერიის ნაკადის ირგვლივაც რგოლია კონცენტრირებული.

  Google-მა 2024 წლის ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნები დაასახელა

ამის შესახებ ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.