ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„კომფორტულად ცხოვრებისთვის ყოველთვიურად 3 ათას ლარზე მეტი შემოსავალია საჭირო“ – კვლევის შედეგები

„კომფორტულად ცხოვრებისთვის ყოველთვიურად 3 ათას ლარზე მეტი შემოსავალია საჭირო“ – კვლევის შედეგები

„უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის ყოველთვიურად 3 ათას ლარზე მეტი შემოსავალია საჭირო,“ – ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) გამოკვლევის შედეგები.

“თბილისში ვინც ცხოვრობს, ამბობენ, რომ ყოველთვიურად 4 000 ლარზე მეტი სჭირდებათ კომფორტულად ცხოვრებისთვის, ხოლო სოფლებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებთა უმეტესობა აცხადებს, რომ თვეში 2000 ლარის შემოსავალი ეყოფოდათ,”– ნათქვამია კვლევაში.

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

  საფრანგეთში გაუსაძლისი სიცხის გამო ათასზე მეტ სკოლაში სწავლა შეწყდა. დაკეტილია ეიფელის კოშკის ზედა ნაწილი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი