საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად, – განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათიამ თურნავამ. შეკითხვა ეხებოდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ საქართველოში მოქმედი ორი სატელევიზიო არხის – „ტელეიმედისა“ და „პოსტივისთვის“ დაწესებულ სანქციებს.
ნათია თურნავას განმარტებით, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას.
„ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.


