სნაიპერებმა ვერტმფრენიდან 700-ზე მეტი კოალა მოკლეს – რა ხდება ავსტრალიაში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ავსტრალიაში, სნაიპერებმა ვერტმფრენიდან 700-ზე მეტი კოალა მოკლეს. ინფორმაციას independent-ი ავრცელებს.

ვიქტორიის ხელისუფლების განცხადებით, მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან მარტში, ბუჯ ბიმის ეროვნულ პარკში მასიური ხანძრის შემდეგ, კოალები საკვების და წყლის გარეშე იყვნენ დარჩენილები, ტრავმები ჰქონდათ და ნელ-ნელა კვდებოდნენ.

“ჰუმანური” მასობრივი სროლა ცხოველთა უფლებების დამცველებმა მწვავედ გააკრიტიკეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ჰაერიდან შეუძლებელია იმის დადგენა, ცხოველი ჯანმრთელია თუ არა.

ცხოველთა დამცველების განცხადებით, ხელისუფლებამ 700-ზე მეტი კოალა უკვე მოკლა და ისინი შიშობენ, რომ მოკლული ცხოველების რაოდენობა გაიზრდება.

- Advertisement -
Ad imageAd image

2022 წლიდან, ავსტრალიაში, კოალა ოფიციალურად გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაშია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სნაიპერებმა ვერტმფრენიდან 700-ზე მეტი კოალა მოკლეს – რა ხდება ავსტრალიაში. 24 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/კოალა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi