ქვემო ქართლში, ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში, დირექტორი და ფარმაცევტი ხელოვნურად ზრდიდნენ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებას. ისინი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამხილა.
სამედიცინო ცენტრში, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 1 იანვრამდე, კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობდნენ. დირექტორმა და ფარმაცევტმა, ხელოვნურად გაზრდილი ფასების შედეგად, ჯამში, 108 032 ლარი მიითვისეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). კლინიკის დირექტორმა და ფარმაცევტმა, სამედიცინო მომსახურების ხელოვნურად გაზრდილი ფასების შედეგად, 108 ათასი ლარი მიითვისეს. 26 დეკემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/კლინიკის-დირექტორმა-და-ფ/
