კლინიკაში რომ მიიყვანეს, უკვე ვიცოდით, რომ ვერ გადარჩებოდა…” – გიგა ავალიანის დედის ინტერვიუ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 26 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი არასრულწლოვნებმა ცემით მოკლეს. საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენეს. შემთხვევა პირველ ოქტომბერს მოხდა. მას შემდეგ ახალგაზრდა კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ ახალგაზრდას გადარჩენა ვერ მოხერხდა და დაიღუპა…

არსებული ინფორმაციით, ავალიანს სადარბაზოსთან რამდენიმე არასრულწლოვანი დახვდა, მათ შორის 16 წლის გოგო. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება. მოკლული ბიჭის დედა წერს, რომ 16 წლის ნია ი-მ შეყვარებული “გიგასთან მიმოწერით აეჭვიანა”, რასაც ქალის თქმით, ჩასაფრება და მკვლელობა მოჰყვა.

მოკლული გიგა ავალიანის დედა აგრძელებს ბრძოლას, რომ ყველა დამნაშავე დაიჭირონ და სათანადოდ დასაჯონ. დღეს, როცა მისი შვილი უკვე დაკრძალეს, ის ისევ იხსენებს შემთხვევის წინა დღეებს, როგორ შენიშნა უცხო ბიჭები სახლთან, რომლებიც, თურმე, მის შვილს უთვალთვალებდნენ, და კიდევ ერთხელ საუბრობს თავს დატეხილ ტრაგედიაზე. ეკა კუპატაძის თქმით, გიგა ამერიკაში აპირებდა სწავლის გაგრძელებას, თუმცა არ დასცალდა.

- Advertisement -
Ad imageAd image
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). კლინიკაში რომ მიიყვანეს, უკვე ვიცოდით, რომ ვერ გადარჩებოდა…” – გიგა ავალიანის დედის ინტერვიუ. 3 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/კლინიკაში-რომ-მიიყვანეს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi