შაბათი, თებერვალი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიკლავდა და აუპატიურებდა უბედურ ქალებს - ციხეში დასრულებული "მკვლელი სანტას" ისტორია

კლავდა და აუპატიურებდა უბედურ ქალებს – ციხეში დასრულებული “მკვლელი სანტას” ისტორია

ადოლფ ლაუდენბერგი რომ არ დაეჭირათ, ის არასოდეს გაჩერდებოდა და აღიარებდა იმას, რაც ჩაიდინა. სიმპათიურ მოხუცს, რომელიც თოვლის ბაბუას ჰგავდა, გულწრფელად სჯეროდა, რომ ის სამყაროს უკეთესს გახდიდა.
გარშემო ყველა ტკბილ და დიდსულოვან ადამიანად თვლიდა. ლაუდენბერგს ჰქონდა ჰობი – ხისგან ძერწავდა ხელჯოხებს და უსასყიდლოდ ჩუქნიდა მათ, ვისაც სჭირდებოდა. „მე უბრალოდ მიყვარს სიკეთის გაცემა, მომწონს, რომ ჩემი ხელჯოხებით მოხუცები თავს უკეთ გრძნობენ”, – თქვა მოხუცმა ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთთან ინტერვიუში.

ლაუდენბერგი დაიბადა 1926 წელს, კენტუკიში, გერმანელი ემიგრანტი მშობლების ოჯახში. ბიჭის დედა ალკოჰოლის სიყვარულმა შეიწირა, როდესაც ადოლფი ჯერ კიდევ ბავშვი იყო – ალბათ, ამიტომაც, მანიაკმა მოგვიანებით აირჩია უფროსი ალკოჰოლიკები მსხვერპლად.

18 წლის ლაუდენბერგი ჯარში ჩაირიცხა და სამსახურის განმავლობაში დაქორწინდა ღამის კლუბის მოცეკვავეზე, სახელად ანელაზე. ისინი უცნაური წყვილი იყვნენ: გოგონას უყვარდა ხმაურიანი წვეულებები, ადოლფი ამჯობინებდა განმარტოებულ ცხოვრებას და შეეძლო საათების გატარება სრულ სიჩუმეში. გასაკვირი არ არის, რომ ძალიან მალე ქორწინება დაიშალა.

ამას მოჰყვა მეორე და ისევ წარუმატებელი ოჯახი. მეორე განქორწინების შემდეგ, ადოლფს აღარ უცდია პირადი ცხოვრების გაუმჯობესება. კაცს განათლება არ ჰქონდა და ამიტომაც ტაქსის მძღოლად მუშაობდა – ეს პროფესია იდეალური აღმოჩნდა მკვლელობებისთვის.

უცნობია, რა იყო გამომწვევი მიზეზი, რამაც ლაუდენბერგს მკვლელობა დააწყებინა. როგორც უნდა იყოს, 1972 წელს პირველი ქალი მოკლა. ლოის პეტრი იმ დროს 43 წლის იყო და შობა მარტომ გაატარა – ლოისის ქმარი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა კიბოთი. შვებულებაში ქალბატონი პეტრიმ სცადა სევდა ალკოჰოლში ჩაეხრჩო და ბარში წავიდა, მეორე დღეს კი საკუთარ ბინაში გაუპატიურებული და დამხრჩვალი იპოვეს.

ადოლფის მეორე მსხვერპლი იყო 50 წლის კეტრინ მედინა, რომელიც ქმარმა სახლიდან გააძევა, მესამე იყო 54 წლის ჰოთდოგის გამყიდველი, ანა ფელჩი, რომელიც ეჩხუბა უფროსს, მეოთხე იყო ერთ დროს წარმატებული ადვოკატი, 60 წლის ლეა გრიფინი, რომელმაც სმა მას შემდეგ დაიწყო, რაც გაიგო, რომ მკერდის კიბო ჰქონდა. ყველა მკვლელობა მოხდა კალიფორნიაში, სადაც ლაუდენბერგი ცხოვრობდა.
ადოლფი ყოველთვის ერთი და იგივე გეგმით მოქმედებდა: მთვრალ ქალებს ეკითხებოდა მათი ცხოვრების შესახებ. თუ მგზავრი საკმარისად უბედური და ავადმყოფი ჩანდა, მაშინ ლაუდენბერგი აუპატიურებდა და ახრჩობდა მათ.  თუ მანიაკი საუბრის შემდეგ გადაწყვეტდა, რომ ქალი უბრალოდ რთულ პერიოდს გადიოდა ცხოვრებაში, რომელიც მალე დამთავრდებოდა, ის სახლში მიჰყავდა.

ადოლფს ძნელად თუ დაიჭერდნენ, თვითონ რომ არ ეღიარებინა მკვლელობები. ამის შესახებ მან თავის მომავალ რძალს პირველად 1975 წელს უთხრა – ლაუდენბერგს ჰყავდა გერი, პირველი ქორწინებიდან, რომელიც ქორწილისთვის ემზადებოდა. მანიაკს კი კატეგორიულად არ მოსწონდა მისი რჩეული – ამიტომ გადაწყვიტა მისი სათანადოდ შეშინება, თავისი ქმედებების აღწერით.

იდეამ ისე ვერ გაამართლა, როგორც ადოლფს ელოდა: გოგონა პოლიციაში წავიდა. თუმცა, იქ მას დასცინეს, ლაუდენბერგი კი ფორმალურად დაიბარეს დაკითხვაზე. ადოლფი მაშინვე გაათავისუფლეს, როცა დაიფიცა, რომ არავინ მოუკლავს.

2002 წელს ისტორია განმეორდა: ამჯერად ადოლფმა სცადა, მეორე ქორწინებიდან საკუთარი შვილის შეყვარებულის „გაოცება“. ამჯერად, დამნაშავემ არასწორად გათვალა: სამართალდამცველებმა გოგონას დაუჯერეს, ყურადღებით შეისწავლეს ყველა ფაქტი და მალე ლაუდენბერგი დააკავეს. მისი დანაშაული ერთ-ერთ მკვლელობაში დიდი სირთულის გარეშე დადასტურდა – იმ დროისთვის, შესაძლებელი გახდა აღმოჩენილი ბიოლოგიური ნიმუშების დნმ-ის ექსპერტიზის ჩატარება.

ჟურნალისტები გაოცებულები იყვნენ: ადრე ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ სერიული მკვლელი მხოლოდ შობას ნადირობდა, ახლა კი აღმოჩნდა, რომ სიმპათიური, თეთრწვერა მოხუცი ისე გამოიყურებოდა, თითქოს სანტა იყო, საბავშვო ბაღში მიწვეული. მკვლელმა მაშინვე მიიღო სანახაობრივი “საშობაო” მეტსახელი – Santa Strangler.

2003 წელს ლაუდენბერგს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, 2015 წელს კი ციხეში გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ამის შემდეგ სანტას დამზადებული ხელჯოხები მკვეთრად გაძვირდა – კოლექციონერები კვლავ ოცნებობენ იმ ხელებით დამზადებული ნივთის მოპოვებაზე, რომელიც ოდესღაც ქალებს ახრჩობდა.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

თებერვალი 21, 2025
სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

თებერვალი 21, 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული არჩევანი? 

ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული არჩევანი? 

თებერვალი 22, 2025
ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი – მეგობრობა, რომელმაც დროს გაუძლო

ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი – მეგობრობა, რომელმაც დროს გაუძლო

თებერვალი 22, 2025
განათლების მომავალი: ციფრული სწავლების როლი

განათლების მომავალი: ციფრული სწავლების როლი

22 თებერვალი 2025
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თებერვალი 21, 2025
თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი