ძილის წინ უთხარით ეს 3 ფრაზა წყალს – ეზოტერიკოსის სასარგებლო რჩევა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.

„ძილის წინ უთხარით ეს 3 ფრაზა წყალს და დალიეთ ის განზრახვით.

ძილის წინ დაისხით ერთი ჭიქა სუფთა წყალი. აიღეთ ხელებში, დაამშვიდეთ სუნთქვა და წყალს ეს სამი ფრაზა უთხარით:

ჩემი სხეულის ყოველი უჯრედი ივსება ჯანმრთელობით, ძალით, ბედნიერებითა და კეთილდღეობით.

- Advertisement -
Ad imageAd image

ყველაფერი საუკეთესო, რაც მსურს, უკვე პოულობს გზას ჩემს ცხოვრებაში.

ყოველი ჩემი ნაბიჯი უფრო ახლოს მიმიყვანს ჩემს მიზანთან.
ამის შემდეგ წყალი ნელა დალიეთ და წარმოიდგინეთ, როგორ ივსებით სიმშვიდით, თავდაჯერებულობითა და შინაგანი სიმსუბუქით.

ეზოტერიკულ პრაქტიკებში წყალი განზრახვის გამტარად ითვლება. ამიტომ მნიშვნელოვანია, სიტყვები უბრალოდ არ წარმოთქვათ – შეიგრძნოთ კიდეც. მშვიდად, აჩქარების გარეშე და იმ შინაგანი ფიქრის გარეშე, რომ: „აბა, სამყარო, ცოტა სწრაფად იმუშავე“.

შეასრულეთ ეს პრაქტიკა ზედიზედ 7 საღამოს განმავლობაში და დააკვირდით, როგორ იცვლება თქვენი განწყობა, ფიქრები და მოვლენები თქვენს ირგვლივ.

დაე, წყალმა წაიღოს დაძაბულობა. დაე, სიმშვიდემ შეავსოს თქვენი გონება.

- Advertisement -
Ad imageAd image

დაე, თქვენმა განზრახვამ გზა გახსნას ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და სასიკეთო ცვლილებებისკენ.

ზოგჯერ ყველაზე დიდი გარდაქმნები სწორედ ერთი ჭიქა წყლითა და გულწრფელი რწმენით იწყება…”, – წერს იოსელიანი.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ძილის წინ უთხარით ეს 3 ფრაზა წყალს – ეზოტერიკოსის სასარგებლო რჩევა. 19 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ძილის-წინ-უთხარით-ეს-3-ფრაზ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi