შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიკიმ კარდაშიანი ქანიე ვესტის ახალ ცოლს ჰბაძავს და მის მსგავსად იცვამს -...

კიმ კარდაშიანი ქანიე ვესტის ახალ ცოლს ჰბაძავს და მის მსგავსად იცვამს – ფოტო, რომლის გამოც რეალითი შოუების ვარსკვლავს აკრიტიკებენ

რო­გორც ჩანს, კიმ კარ­და­ში­ა­ნი შთა­გო­ნე­ბას ყო­ფი­ლი ქმრის, ქა­ნიე ვეს­ტის ახა­ლი ცო­ლის ბი­ან­კა ცენ­სო­რის­გან იღებს და ჩაც­მის სტი­ლით ჰბა­ძავს. რე­ა­ლი­თი შო­უ­ე­ბის ვარ­სკვლავ­მა “ინ­სტაგ­რამ­ზე” ახა­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჩანს, რომ შიშ­ველ სხე­ულ­ზე დიდი ზო­მის ქურ­ქი აც­ვია.

კარ­და­ში­ან­მა ბი­ან­კას ვარ­ცხნი­ლო­ბაც მი­ბა­ძა.

რა თქმა უნდა, კი­მის ახალ ფო­ტოს უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. გა­მომ­წე­რე­ბი აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ 43 წლის მი­ლი­არ­დე­რი ბი­ან­კას ჰბა­ძავ­და, ბევ­რმა მას “კიმ ცენ­სო­რი” უწო­და.

“კიმ ცენ­სო­რი!!! კიმ რას აკე­თებ?!?!”, “ის ახლა ბი­ან­კას მსგავ­სად იქ­ცე­ვა… რა­ტომ ჰბა­ძავს ქა­ნი­ეს ახალ ცოლს?” – ვკი­თხუ­ლობთ კო­მენ­ტა­რებ­ში.
ტაბ­ლო­ი­დე­ბი წე­რენ, რომ ქა­ნიე ცდი­ლობს, ბი­ან­კა სკან­და­ლუ­რი სტი­ლით კიმ კარ­და­ში­ან­ზე უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­დოს. მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, რე­პე­რი ცოლს ასე­თი გა­მომ­წვე­ვი ტან­საც­მლის ჩაც­მას “აი­ძუ­ლებ­და” და ამა­ზე ბი­ან­კას ოჯა­ხიც წუ­ხილს გა­მოთ­ქვამ­და.

თუმ­ცა პი­ა­რის ექ­სპერ­ტი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი წყვი­ლის გეგ­მის ნა­წი­ლია და ისი­ნი უბ­რა­ლოდ ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას ცდი­ლო­ბენ:

“ქა­ნიე მშვე­ნივ­რად ხე­დავს, რო­გო­რი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია ხალ­ხი და ცდი­ლობს, რომ მათ­გან კი­დევ უფრო მეტი რე­აქ­ცია მი­ი­ღოს. აქ ზღვა­რი უნდა გა­ვავ­ლოთ მათ შო­რის, ვი­საც სჯე­რა, რომ ეს ქა­ნი­ეს კონ­ტრო­ლით ხდე­ბა და მათ შო­რის, ვი­საც სჯე­რა, რომ ეს ქალი თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა და ამ უც­ნა­ურ შო­უ­ში თვი­თო­ნა­ცაა ჩარ­თუ­ლი. კი, ეს ყვე­ლა­ფე­რი უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ამ სი­ტუ­ა­ცი­ას ყვე­ლა თვალს ვა­დევ­ნებთ, მოგ­ვწონს ეს, თუ არა”,- დას­ძენს ექ­სპერ­ტი.

  "ქალებში პოპულარობის მიუხედავად მაინც მარტოხელაა" - თურქული სერიალის "დიდი ოჯახის" მთავარი გმირის ოქტაი კაინარჯას უცნობი ამბები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი