პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაკიევში 18 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

კიევში 18 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

კიევში 18 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

როგორც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აღნიშნავს, 18 ივნისს ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაეშვება.

ამასთან, უკრაინის დედაქალაქში აიკრძალება ნებისმიერი გასართობი ღონისძიების ჩატარება.

„18 ივნისი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაეშვება. ასევე რეკომენდებულია სახელმწიფო დროშების დაშვება სახელმწიფო და კერძო შენობებზე“, – აღნიშნა კლიჩკომ.

გასულ ღამეს რუსეთმა იერიში კიევში მდებარე მრავალსართულიან კორპუსზე მიიტანა. რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, 114 კი დაშავდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
  ჯასტინ ტრიუდომ კანადის პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზიდან საკუთარი სკამი გაიტანა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი