ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიკვლევა – ცხვირის ქექვასა და დემენციის განვითარებას შორის შესაძლო კავშირი – შესაძლოა,...

კვლევა – ცხვირის ქექვასა და დემენციის განვითარებას შორის შესაძლო კავშირი – შესაძლოა, ალცჰაიმერის რისკს ზრდიდეს

2022 წელს გამოქვეყებულმა კვლევამ ცხვირის ქექვასა და დემენციის განვითარებას შორის შესაძლო კავშირი დაადგინა.

ექსპერიმენტი თაგვებზე ჩატარდა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ზოგიერთი ბაქტერია ცხვირის ღრუში მდებარე ყნოსვითი ნერვის გავლით ტვინში შესვლას ახერხებს.

ჯექსონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორის, მოლეკულური ვიროლოგის სედრიკ ბაკლის თქმით, ცხვირის ქექვა აზიანებს ცხვირის ღრუს მყიფე ეპითელიუმს და ამ ქსოვილში მიკრონაპრალებს აჩენს.

„როცა ეს დამცავი ფენა ზიანდება, თითი პირდაპირ კაპილარებს, შეიძლება შეეხოს, რაც პათოგენების გადაცემას ამარტივებს,“ — განმარტავს ის.

ავსტრალიის გრიფითის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა ბაქტერია Chlamydia pneumoniae — მიკროორგანიზმი, რომელსაც პნევმონიის გამოწვევაც შეუძლია. იგივე ბაქტერია ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანების ტვინშიც აღმოუჩენიათ.

მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ პირველად დაადასტურეს Chlamydia pneumoniae-ს ცხვირიდან პირდაპირ ტვინში გადასვლის უნარი, სადაც ის ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელ პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. ეს შედეგები თაგვებზე დაფიქსირდა, თუმცა მეცნიერები მიუთითებენ, რომ ადამიანებშიც შესაძლოა მსგავსი საფრთხე არსებობდეს.

კვლევის ადამიანებზე გამეორება უკვე იგეგმება, მაგრამ მანამდე სპეციალისტები გვაფრთხილებენ — ცხვირის ქექვა და ცხვირიდან თმის ამოღება სჯობს ავირიდოთ, რადგან ეს ქმედებები ცხვირის დამცავ ბარიერს აზიანებს.

  ტვინის მკვებავი და ვითომ გულის მკვებავი პრეპარატები ბუნებაში არ არსებობს - თემურ მიქელაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი