კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წყვილში ჭორაობისა და ბედნიერების კავშირი შეისწავლეს. მათი ნამუშევრის შედეგები ჟურნალში Journal of Social and Personal Relationships გამოქვეყნდა.
კვლევისთვის 76 წყვილი შეარჩიეს. ყველა მონაწილე ხანგრძლივ ურთიერთობაშია და თანაცხოვრების სულ მცირე 1 წელი აკავშირებთ. 4 დღის განმავლობაში თითოეული მათგანი თან ჩამწერ მოწყობილობას ატარებდა, რომელიც წყვილის თანაცხოვრების მოკლე აუდიო ფრაგმენტებს იწერდა.
საერთო ჯამში მეცნიერებმა თითქმის 100 ათასი აუდიო ფრაგმენტი მოაგროვეს. მკვლევართა ჯგუფი საუბრებს კოდირებით ამუშავებდა, რათა დაედგინა, თუ როდის ჭორაობდნენ მონაწილეები. წყვილებმა ასევე შეავსეს კითხვარები, რომლებიც მათ ბედნიერებასა და ურთიერთობის ხარისხს ზომავდა.
შედეგებმა აჩვენა, რომ ჭორაობა წყვილების ყოველდღიური საუბრების გავრცელებული ნაწილია. პარტნიორები ჭორაობას დღეში საშუალოდ 38 წუთს უთმობდნენ და თითქმის ყველა წყვილმა ერთხელ მაინც იჭორავა. საერთო ჯამში, ჩანაწერების დაახლოებით 3% რომანტიკულ პარტნიორთან ჭორაობას შეიცავდა.
ამასთან, წყვილებმა, რომლებიც უფრო ხშირად ჭორაობდნენ, ბედნიერების უფრო მაღალი დონე და ურთიერთობის უკეთესი ხარისხი დააფიქსირეს.
„ვინაიდან ჭორაობა ერთობლივი საქმიანობაა, მას შეუძლია გააძლიეროს პარტნიორების განცდა, რომ ისინი „ერთ გუნდში არიან“, გაზარდოს მათი საზოგადოებრივი გრძნობა, ნდობა და ურთიერთობის სხვა დადებითი ასპექტები“, – განმარტეს მეცნიერებმა.
ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). კვლევა: ერთმანეთთან ჭორაობის მოყვარული წყვილები თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ. 15 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/კვლევა-ერთმანეთთან-ჭორა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T09:06:44+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
