შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიკეტი პერი და ორლანდო ბლუმი დაშორდნენ

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი დაშორდნენ

მედიის ინფორმაციით, მომღერალი კეტი პერი და მსახიობი ორლანდო ბლუმი თითქმის 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ.

გამოცემები წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ წყვილის ურთიერთობა ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბული იყო და დაშორება გასაკვირი არავისთვის ყოფილა. ამის მიზეზებად პერის ახალი ალბომის და ტურის კრიტიკასაც ასახელებენ, რის გამოც მომღერალი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასევე, წერენ, რომ უთანხმოება წყვილში პერის კოსმოსში ხანმოკლე მოგზაურობამაც გამოიწვია.

ოფიციალური კომენტარი დაშორების შესახებ წყვილს არ გაუკეთებია. არსებული ინფორმაციით, ეს პერის ტურის დასრულების შემდეგ მოხდება. ამასთან, ცნობილია, რომ ბლუმმა და პერიმ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

40 წლის პერიმ და 48 წლის ბლუმმა ერთმანეთი 2016 წელს, ოქროს გლობუსის ცერემონიის შემდეგ გაიცნეს. 2019 წლიდან ისინი დანიშნულები იყვნენ. წყვილს 4 წლის ქალიშვილი დეიზი დავი ჰყავს.

  სამხრეთ აფრიკაში დიდთოვლობას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი