კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესიკახეთში არსებული ბიომეურნეობა „სამყურა“ სათბურების დამატებას გეგმავს

კახეთში არსებული ბიომეურნეობა „სამყურა“ სათბურების დამატებას გეგმავს

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი, წნორში არსებული ბიო მეურნეობა „სამყურა“ ფართოვდება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ბაგალიშვილმა “ბიზნესპარტნიორს” განუცხადა, სექტემბერში არსებულ ბიომეურნეობას  2 ან 3 სათბური დაემატება, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება  100 000 ლარია.

 

ნიკა ბაგალიშვილის ინფორმაციით, ჯანსაღი კვება საზოგადოებაში, უფრო და უფრო, პოპულარული ხდება. შესაბამისად, მისი პროდუქციის გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით გაიზარდა.

„სათბურების განვითარებას ვაპირებ. 2 სათბური უკვე გავაკეთე და 2, ან 3 სათბურს კიდევ დავამატებ. დასრულებულ სათბურებში ბოსტნეული უკვე მივიღე. ამჟამად, დაახლოებით 50-დან 60 სახეობამდე ბოსტნეული მაქვს. ხაზი უნდა გავუსვა, რომ ჯანსაღ პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, მინდა, რომ მიწოდების ხარისხიც გავზარდო.

მსგავსი მზარდი გაყიდვების მაჩვენებელს, საზოგადოების მხრიდან ჯანსაღ კვებაზე მოთხოვნას ვუკავშირებ. ასევე, ჩემი ბრენდის მიმართ, ცნობადობაც გაზრდილია, უკვე 7 წელია, ბიზნესი მაქვს და ეს ბევრს ნიშნავს. ამავდროულად, საქართველოში ძალიან ბევრი ფაქტი გაჟღერდა არაჯანსაღ პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ადამიანებს სურვილი, რომ ჯანსაღად იკვებონ კიდევ უფრო, გაუჩნდათ. ყველაზე ხშირად ჩემი ბიოპროდუქტის მიმართ დაინტერესებას მშობლები იჩენენ, იმ შემთხვევაში კი, თუ უფრო მეტი თანხის გადახდა დასჭირდებათ. მოკლედ, დამკვეთების უმრავლესობას (90%)-ს პროდუქცია ბავშვებისთვის უნდათ“, – აცხადებს ბიო მეურნეობა „სამყურა“ დამფუძნებელი.

მისივე განმარტებით,  მომხმარებლების უმეტესი ნაწილი (98%) ადგილობრივია, ხოლო დანარჩენი წილი (2%) უცხოელებზე მოდის.

„შეკვეთებს ადგილზე ვიღებ, ამ ეტაპზე, ონლაინ გაყიდვების მიმართულება განვითარებული არ მაქვს. ყოველ შაბათ დღეს, დილის საათებში, თბილისში ჩემს სივრცეში, რომელიც ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობს ჩამოვდივარ და პოტენციურ მომხმარებლებს ჯანსაღი პროდუქტის ყიდვის შესაძლებლობას ვაძლევ.

უცხოელების მიმართულებას, რაც შეეხება – მათ ძირითადად განსხვავებული პროდუქცია აინტერესებთ, მაგალითად, როგორიცაა ბამი (ბამი იმავე, ოკრა მცენარე ბალბისებრთა ოჯახიდან), მანგოლდი (შვეიცარიული ჭარხალი).

კონკურენტების მიმართულებით, მინდა ვთქვა, რომ – ბევრი გვყავს… როგორც იცით, ბიო მეურნეები კიდევაც იყვნენ ბაზარზე, ახალი სახეებიც გამოჩნდა, თუმცა ჩემი კომპანია გარემოს დაცვის მიმართულებითაც მუშაობს, ზოგადად, მინდა, რომ სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო განვითარდეს და ამაში ჩემი წვლილი შევიტანო“, – განაცხადა ნიკა ბაგალიშვილმა.

  იაპონიის ქალაქ ნაგოიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ბიო მეურნეობა „სამყურა“-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, აგროტურიზმის მიმართულებით წელს არაფერს არ გეგმავს.

ცნობისთვის, ბიო წარმოება “სამყურა“ კახეთში, სოფელ წნორში მდებარეობს და ორგანულ ხილსა და ბოსტნეულს 2018 წლიდან აწარმოებს.

წყარო

#drpkhakadze

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.