კახა კალაძე: „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ საბურთალოს რაიონში წყლის მილის დაზიანებით დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
კახა კალაძე

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შემთხვევის გამო, საავტომობილო მოძრაობა გამრეკელის ქუჩაზე დროებით შეიზღუდა. ამასთან, ადგილობრივ მცხოვრებლებს სასმელი წყლის მიწოდება არ შეწყვეტიათ, რადგან ქსელი ალტერნატიულ მაგისტრალზე დაუყოვნებლივ გადაერთო.

„საბურთალოს რაიონში, დღეს გამთენიისას, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე ავარიულად დაზიანდა კომპანია GWP-ის 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი, რამაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს. დაზიანდა ავტომობილები. აღნიშნული შემთხვევის გამო, გამრეკელის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, რამაც, რა თქმა უნდა, გარკვეული შეფერხებები გამოიწვია მთელი ქალაქის მასშტაბითაც. წყლის მიწოდების პრობლემა ამ ეტაპზე არ არსებობს იმიტომ, რომ ალტერნატიულ მაგისტრალზე იქნა გადართული მოსახლეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტს კომპანიასთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს და მოქალაქეებს მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.

„შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან როგორც GWP-ის, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი წარმომადგენლები, ასევე, საბურთალოს გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურ კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ ეტაპზე, მიყენებული ზარალის შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც კომპანიის მხრიდან ზარალი სრულად ანაზღაურდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). კახა კალაძე: „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ საბურთალოს რაიონში წყლის მილის დაზიანებით დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს. 18 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/კახა-კალაძე-ჯორჯიან-უოთ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T22:27:19+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi