შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსკაცმა ქონებრივი დავის გამო, ბავშვობის მეგობარი დანით მოკლა - ბრალდებული ციხეში 10...

კაცმა ქონებრივი დავის გამო, ბავშვობის მეგობარი დანით მოკლა – ბრალდებული ციხეში 10 წელს გაატარებს

სოფელ ქეშალოში, გასული წლის ნოემბერში სასტიკად მოკლული ჯავიდ მამედოვის მამა სასამართლოს განაჩენზე “კურიერთან” საუბრობს.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული ბაზირგან მახმუდოვი დამნაშავედ ცნეს.

მოკლულის ოჯახი ჰყვება, რომ ბავშვების მეგობრებს მეცხოველეობის ბიზნესი ჰქონდათ, რა დროსაც მათ შორის ფინანსური დავა წარმოიშვა. მამედოვები ამბობენ, რომ მახმუდოვებს მათი ქონების, მათ შორის კაფე-ბარის ხელში ჩაგდება სურდათ, სწორედ ეს ობიექტი გახდა მკვლელობის მიზეზიც. მამა, იხსენებს, რომ დანაშაულის დღეს მისი შვილი თანამშრომლის ქორწილში იმყოფებოდა, საზეიმო ცერემონია კი მალე ტრაგედიის ადგილად იქცა.

მახმუდოვების სახლი ახლა დაკეტილია. მკვლელობის შემდეგ ბრალდებულის ოჯახი სოფელ ქეშალოში აღარ უნახავთ. დანაშაულს ათობით მოწმე ჰყავს, თუმცა მომხდარის დეტალებზე ადგილობრივებს ღიად საუბარი არ სურთ.

განაჩენის შეფასება არ ისურვა ბრალდებულის ადვოკატმაც. ბაზირგან მახმუდოვის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ უნახავს, თუმცა კითხვაზე – აპირებს თუ არა ვერდიქტის გასაჩივრებას ადვოკატი პასუხობს: – “ავიღოთ ეს განაჩენი და იქიდან გამომდინარე[ვისაუბროთ]. არ აგვიღია, ავიღებთ კვირის ბოლოს და შემდეგ ჩამოვყალიბდებით,” – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი, არჩილ დვალიშვილი “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.

ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი მოულოდნელი არ ყოფილა ბრალდების მხარისთვის. პროკურორი “კურიერთან” ამბობს, რომ საქმეში არაერთი უტყუარი მტკიცებულება დევს. დანაშაულში სხვა პირების შესაძლო მონაწილეების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, გამოძიება ახლაც გრძელდება.

ბაზირგან მახმუდოვი მკვლელობის ბრალდებით ციხეში 10 წელს გაატარებს. სამომავლოდ კი, შესაძლოა საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

„რუსთავი2“

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი