შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოკაცმა ნახევარი წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჯეკპოტი მოიგო

კაცმა ნახევარი წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჯეკპოტი მოიგო

აშშ-ში, მიჩიგანში, 41 წლის კაცი 6 თვის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდა მეილებსა და ზარებს, რომლითაც ჯეკპოტის მოგებას აცნობებდნენ.

როგორც გამარჯვებული ამბობს, ჯეკპოტის მოგების შესახებ ელექტრონული შეტყობინება ჯერ კიდევ 14 თებერვალს მიიღო, თუმცა მიიჩნია, რომ საქმე თაღლითებთან ჰქონდა და შეტყობინება წაშალა. ასევე, უპასუხოდ დატოვა მორიგი წერილები და ზარები ლატარიის კომპანიისგან.

როგორც თავად ამბობს, საბოლოოდ, შეწუხებულმა, გადაწყვიტა, ინფორმაცია გადაემოწმებინა. აღმოჩნდა, რომ მან მართლაც მოიგო ჯეკპოტი – $257,631.

მოგებული თანხით, კაცი ახალი სახლისა და ავტომობილის შეძენას გეგმავს.

  სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი