“პარი სენ ჟერმენის” ტრიუმფის შემდეგ, პარიზული გუნდის ფეხბურთელებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეხვდა. მაკრონმა თითოეულ ფეხბურთელზე ისაუბრა, ხოლო როცა კვარაცხელიას რიგი მოვიდა მის გამძლეობაზე გაამახვილა ყურადღება.
“კაცი 3 ფილტვით”, – თქვა მაკრონმა ქართველი ფეხბურთელის შესახებ.
ცნობისთვის, პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფინალში, რომელიც მიუნხენში გაიმართა, გუნდმა “ინტერი” ანგარიშით 5-0 დაამარცხა, აქედან ერთი გოლი კი ჩვენი ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ს შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა.