“პარი სენ ჟერმენის” ტრიუმფის შემდეგ, პარიზული გუნდის ფეხბურთელებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეხვდა. მაკრონმა თითოეულ ფეხბურთელზე ისაუბრა, ხოლო როცა კვარაცხელიას რიგი მოვიდა მის გამძლეობაზე გაამახვილა ყურადღება.
“კაცი 3 ფილტვით”, – თქვა მაკრონმა ქართველი ფეხბურთელის შესახებ.
ცნობისთვის, პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფინალში, რომელიც მიუნხენში გაიმართა, გუნდმა “ინტერი” ანგარიშით 5-0 დაამარცხა, აქედან ერთი გოლი კი ჩვენი ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ს შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). კაცი 3 ფილტვით” – რა თქვა მაკრონმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ. 3 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/კაცი-3-ფილტვით-რა-თქვა-მაკრ/
