პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაიუსტიციის ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება

იუსტიციის ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება. მერიაში ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე აცხადებენ, რომ ხიდი მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრის დასკვნაში მითითებულია, რომ კონსტრუქციაზე მრავლად შეინიშნება მნიშვნელოვანი დაზიანება-დეფექტები. ასევე, აღნიშნულია, რომ მშენებლობის პროცესშივე არასწორად და არასრულყოფილად მოეწყო წყალმომცილებელი სისტემა, სავალი ნაწილი, მოაჯირები, კიბეები და სხვა დეტალები.

ამასთან, დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, რაც ფაქტობრივად, ნაგებობის სრულ დემონტაჟს და ახლის მშენებლობას გულისხმობს”, – აცხადებენ მერიაში.

ხიდის მიმდებარედ ქვეითთა გადასასვლელი და შუქნიშნები გაკეთდა.

იუსტიციის ხიდი

  შაქრიანი დიაბეტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ...
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი