იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

საუბარია შემთხვევაზე, რომლის შესახებაც “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია. ახალგაზრდა ქალი სამინისტროს ეზოში გარდაცვლილი ნახეს:

“იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამშრომლებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება. იუსტიციის სამინისტრო ატარებს ყველა ღონისძიებას გამოძიების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის.
იუსტიციის სამინისტრო,  საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოუწოდებს ყველას, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას.” აცხადებს იუსტიცია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 28 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/იუსტიციის-სამინისტრო-თან/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi