გიორგი მამარდაშვილი განცხადებას ავრცელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს.

მერ­სი­სა­ი­დე­ლებს გი­ორ­გი მომ­დევ­ნო წლის მა­ის­ში შე­უ­ერ­თდე­ბა, მა­ნამ­დე კი კვლავ „ვა­ლენ­სი­ას” შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­აგ­რძე­ლებს ას­პა­რე­ზო­ბას.

„მოგესალმებით,
ვალენსიაზე და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ, სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ.
სიტყვები არ არის საკმარისი, გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის რაც ვალენსიამ, ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა. ვალენსიამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

ყველამ ვიცით,როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც.

ამიტომ, როგორც არასდროს ისე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე!“, – წერს გიორგი მამარდაშვილი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). გიორგი მამარდაშვილი განცხადებას ავრცელებს. 28 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/გიორგი-მამარდაშვილი-განც/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi