ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოიტალიაში 13 ქართველი ქალი დააკავეს - რა ბრალი წაუყენეს საქართველოს მოქალაქეებს?

იტალიაში 13 ქართველი ქალი დააკავეს – რა ბრალი წაუყენეს საქართველოს მოქალაქეებს?

იტალიის ქალაქ მოდენაში სამართალდამცავებმა 13 ქართველი დააკავეს, რომლებიც, გამოძიების მიხედვით, ყალბ ლიტვურ დოკუმენტებს ფლობდნენ, რათა მიეღოთ სოციალური და საგადასახადო შეღავათები, ასევე კრედიტები ბანკებიდან.

საქმე უკავშირდება იმიგრაციულ სქემას, რომელიც, პროკურატურის განცხადებით, მოქმედებდა როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

საერთო ჯამში, გამოძიება 44 ქართველი ქალის საქმეს იძიებს. მათ ბრალად ედებათ იტალიის ტერიტორიაზე არალეგალური შესვლა და ყოფნა, ასევე პირადობის ფალსიფიცირებული დოკუმენტების ფლობა. ამ უკანასკნელი მუხლის გამო პოლიციელებმა 13 ქალი ადგილზე დააკავეს, თუმცა გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს და ისინი გამოძიების შეწყვეტის გარეშე ზედამხედველობის ქვეშ რჩებიან.

საქმეში ფიგურირებს კიდევ ორი ქართველი, მამაკაცი და 53 წლის ქალი, რომლის საცხოვრებელი ბინა გამოიყენებოდა ახალი ჩასულების დროებითი განთავსებისთვის. მას ბრალად ედება არალეგალური მიგრანტების ქვეყანაში დარჩენის ხელშეწყობა.

გამოძიება გრძელდება და სამართალდამცავები სწავლობენ, ჰქონდა თუ არა სქემას უფრო ფართო ორგანიზებული ქსელის ხასიათი.

გამოძიების ინფორმაციით, 38–დან 66 წლამდე ასაკის ქალებმა 2024 წელს მოდენის საგადასახადო სამსახურში codice fiscale-ის მისაღებად წარადგინეს ლიტვური, მაგრამ ფალსიფიცირებული დოკუმენტები. შემდგომში მათ ამ საბუთებით დაიწყეს მუშაობა როგორც ემილია-რომანიაში, ისე იტალიის სხვა რეგიონებში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  კრიპტომაინინგი და ხელოვნური ინტელექტი: Core Scientific-მა $1.2-მილიარდიანი Data-ცენტრის აშენება დააანონსა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი