“ის არასდროს ამბობს, რომ ჩვენი შვილია და მე ვიცი, რატომაც” – ლელა წურწუმია ეთერში ატირდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩასა და ლელა წურწუმიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელა და მამულიჩა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“, აქტიურად აქვეყნებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერების მხრიდან კი მუდმივად დადებით შეფასებებს იღებენ.

საზოგადოების სიყვარულს იმსახურებს ლელასა და მამულიჩას ქალიშვილი მარიკო მამულაშვილიც, რომელიც ფოტოგრაფიითაა გატაცებული და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს საკუთარ ნამუშევრებს.

“ძალიან პასუხისმგებლობიანი გოგოა. რაც დრო გადის, უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება და ეს ძალიან მომწონს. ბუნებით საკმაოდ თავმდაბალი, ბავშვური და კეთილია. მოკლედ, კარგი გოგოა.

მარიკო ცალკე ცხოვრობს, ოღონდ ჩემ გვერდით. რა თქმა უნდა, დედის მეთვალყურეობა აუცილებელია, თუმცა ამ მეთვალყურეობასთან ერთად, მას დიდ თავისუფლებასაც ვაძლევ. რაც იზრდება, უფრო მემსგავსება. ადრე უფრო მამას ჰგავდა, მაგრამ ბოლო დროს ჩემი გამოხედვა და ხასიათი დავიჭირე…“ – ამბობდა ლელა წურწუმია.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამჯერად კი მომღერალმა საავტორო გადაცემაში შვილზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა:

“რა თქმა უნდა, ქალი უნდა იყოს რეალიზებული და ქალს უნდა ჰქონდეს თავისი პროფესია და უნდა ჰქონდეს შემოსავალი. მე მყავს ერთი შვილი, მარიკო, რომელიც 22 წლის ხდება თებერვალში. მე მას ძალიან ბევრი რამ დავაკელი. მარიკო არაჩვეულებრივ გარემოში იზრდებოდა ბებიასთან. რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად მე ვიყავი მასთან, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მე დღეს არ მქონდეს სინანულის შეგრძნება.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). “ის არასდროს ამბობს, რომ ჩვენი შვილია და მე ვიცი, რატომაც” – ლელა წურწუმია ეთერში ატირდა. 29 იანვარი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ის-არასდროს-ამბობს-რომ-ჩვ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi