ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიხუთჯერ მომიტაცეს, მაშინ ადვილად დასაძრავი ვიყავი - რა ისტორიებს იხსენებს თაკო აბაშიძე

ხუთჯერ მომიტაცეს, მაშინ ადვილად დასაძრავი ვიყავი – რა ისტორიებს იხსენებს თაკო აბაშიძე

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მსახიობი თაკო აბაშიძე ბავშვობიდან არაჩვეულებრივად უკრავს, მღერის, ბოლო პერიოდში კი სცენაზე დადგა და სოლო კარიერაც დაიწყო. მიუხედავად სირთულეებისა, მიაჩნია, რომ ცხოვრებაში გაუმართლა, რადგან ჰყავს არაჩვეულებრივი ქალიშვილი და ხალხის სიყვარულსა და სითბოსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს.

თაკო აბაშიძე: ცხოვრებაში ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში გამიმართლა. მაქვს იუმორის გრძნობა და მსუბუქი მიდგომა გარკვეულ სირთულეებთან და ეს ძალიან მეხმარება მათ გადალახვაში და ასევე, იმ ადამიანებსაც, ვინც ჩემთან ახლო კონტაქტშია.

– თქვი, სირთულეების დაძლევაში ჩემი ხასიათი მეხმარებაო. რთულ სიტუაციებში ხშირად აღმოჩენილხარ?

– ხშირად. ისეთი სირთულეების წინაშე აღმოვჩენილვარ, ვინც ახლოს არ მიცნობს და მხოლოდ ეკრანიდან მადევნებს თვალყურს, ვერც წარმოიდგენს. მქონდა რამდენიმე რთული ეტაპი, რომლის გახსენებასაც ვერიდები. თუმცა, დაუძლეველი პრობლემა არ არსებობს. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელობის პრობლემა არ მქონია, თორემ კიდევ ვამბობ, სხვა ყველაფერი გადალახვადი და დაძლევადია. მთავარი ჯანმრთელობაა, დანარჩენი ყველა პრობლემა წარმავალია. ასე რომ, ბევრი პრობლემა გადავლახე, გადავიტანე და მათზე აღარ ვფიქრობ, უკან არ ვიხედები.

– არ ფიქრობ, რომ სრულყოფილი ბედნიერებისთვის და თუნდაც, სტიმულისთვის, გვერდით მეორე ნახევარიცაა საჭირო?

– გააჩნია, ადამიანი რას მიიჩნევს მეორე ნახევრად, ვინ რაში პოულობს ბედნიერებას, ვინ ვის გვერდით, ვინ რამდენჯერ და როდის. ზოგი ადამიანი თვლის, რომ გათხოვება პრესტიჟული ბედნიერებაა. მე კი ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება სიყვარულია და ამისთვის სრულიად არ არის საჭირო გათხოვება. ხელის მოწერა და ფურცელზე დარეგისტრირება. სიყვარული არ ნიშნავს ბედნიერ ქორწინებას. ბევრი დარეგისტრირებული წყვილი ვიცი, რომელიც თანაცხოვრებაში არ არის ბედნიერი. ასე რომ, სიყვარულს ფურცელზე გაფორმება და ოფიციალური სტატუსის მინიჭება არ სჭირდება. ბევრს ჰგონია, თუ ოჯახი დაგენგრა ან არ ხარ გათხოვილი, არ ხარ ბედნიერი და მხოლოდ გათხოვილები არიან ბედნიერები. ეს ტყუილია.

– შენ გვერდით დგას საყვარელი მამაკაცი?

  დონარა გვრიტიშვილის ქალიშვილი მიმართვას ავრცელებს

– შეყვარებული ვიყავი, ვარ და სულ ვიქნები (იცინის).

– როგორც მივხვდი, ამ საკითხზე საჯაროდ არ გიყვარს საუბარი. არც წარსულში გიყვარს მიბრუნება, მაგრამ მაინც უნდა გკითხო: მართალია, რომ არაერთხელ მოგიტაცეს?

– (იცინის) მოდაში რომ იყო მოტაცებები, ხუთჯერ მომიტაცეს. მაშინ ამხელა არ ვიყავი, ადვილად დასაძრავი ვიყავი (იცინის). მოკლედ, ჩემი მოტაცებების სერია 15 წლიდან დაიწყო. სოფელში ვისვენებდი, სოფლის კლუბში ვიყავი, კინოში და კიბეზე რომ ჩამოვდიოდი, მანქანა დამხვდა. ჩამსვეს მანქანაში, დატრიალდა მანქანა და სანამ ტრასაზე გავიდოდით, გარკვეული გზა იყო გასავლელი, მანამდე ჩემს ძმას უთხრა ვიღაცამ: შენს დას იტაცებენო და მანქანით წინ გადაგვეღობა. გადმოხტა ჩემი ძმა და რომ გაიღო მანქანის კარი, ვინ საით გარბოდა, ვერ მივხვდი, მარტო დავრჩი მანქანაში (იცინის). ახლა მეცინება, თორემ რომ გავიაზრებ შეიძლება, ვინმემ იმავე ასაკში ჩემი შვილი მომტაცოს, ზუსტად ვიცი, აპოკალიფსი დაიწყება, ყველაფერს ვიკადრებ. მაშინ კი ადამიანის მოტაცება და ეს მარაზმი, რაღაცნაირად მოდური იყო. ერთი სიტყვით, ეს ნახევრად მოტაცება იყო, მთლად ვერ მომიტაცეს. მაშინ 15 წლის ვიყავი და ის ცოტა დიდი იყო ჩემზე. ამის გამო მთელი ამბები და საქმის გარჩევები იყო და იმ ბიჭებს შეეშინდათ. თქვეს: არა, რა გატაცება, უბრალოდ, გასეირნება გვინდოდაო (იცინის). სხვათა შორის, დედაჩემს, მამაჩემს ან ჩემს ძმას დავყავდი ყველგან, მაგრამ მაინც მიტაცებდნენ, ხან მოტყუებით, ხან დაბადების დღიდან… ამის მერე, თეატრალური უნივერსიტეტიდან მომიტაცეს, ვითომ ჩემი კურსელის დიდი ხნის უნახავი ნათესავი იყო, ჩაჯექი მანქანაში, სახლში წაგიყვანო და… მომიტაცა. გზაში დავცხე მამალი ტირილი და გმირთა მოედანზე დაარტყეს წრე და იმ ბიჭმა თქვა: ძალიან ტირის, არ შემიძლიაო და უკან მომაბრუნეს (იცინის). ცუდიც რომ ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში, ისიც სასაცილოდ ხდება და ამიტომ მეცინება ახლა. ამის მერე, ძალიან შორს წამიყვანეს, ჩამოვიდნენ მამაჩემი და ჩემი ძმა, იყო გაწევ-გამოწევები და შუშანიკივით მომაბრუნეს უკან, მართლა წამებული ვიყავი (იცინის). მეხუთედ, ჩემი პირველი ქორწინებაც მოტაცებას უკავშირდება. გიორგობას დაბადების დღეზე ვიყავი და სახლში წაყვანის სანაცვლოდ, სხვაგან წამიყვანა. კი მიყვარდა, მაგრამ ჯერ არ მინდოდა გათხოვება, ამდენი წინ და უკან სიარულით შევწუხდი და კი დავრჩი (იცინის). სრულად

  ChatGPT-მ შეწყვიტა სამედიცინო და იურიდიული კონსულტაციების გაწევა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.