ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოისრაელმა 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

ისრაელმა 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს, — ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მანამდე, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.

გათავისუფლებულ მძევლებს – 31 წლის დორონ სტეინბრეჩერს, ბრიტანეთი-ისრაელის მოქალაქე 28 წლის ემილი დამარის და 24 წლის რომი გონენს – თელ-ავივის საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში გუშინ, სამი საათის დაგვიანებით შევიდა.

  ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სოფლებიდან თავდაცვის ძალები გაიყვანა, თუმცა ისრაელელი სამხედროები ხუთ სტრატეგიულ პოზიციაზე რჩებიან
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი