შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე დარტყმის შედეგად, 20 ადამიანი, მათ...

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე დარტყმის შედეგად, 20 ადამიანი, მათ შორის, 4 ჟურნალისტი დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე დარტყმის შედეგად, 20 ადამიანი, მათ შორის, 4 ჟურნალისტი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო დარტყმები სამხრეთ ღაზაში მდებარე ალ-ნასერის საავადმყოფოზე განახორციელეს.

ისრაელის სარაკეტო დარტყმებს Reuters-ის, Associated Press-ის, NBC–ისა და „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტები ემსხვერპლნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში დაადასტურეს, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ნადავ შოშანმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.

  თბილისის მშრალი პორტი ოფიციალურად გაიხსნა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი