შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაისრაელი ადასტურებს ირანის მიერ იერუსალიმზე კასეტურ ქობინიანი ბალისტიკური რაკეტით დაბომბვას

ისრაელი ადასტურებს ირანის მიერ იერუსალიმზე კასეტურ ქობინიანი ბალისტიკური რაკეტით დაბომბვას

ირანმა ისრაელის მიმართულებით კასეტური ქობინებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. სამხედრო რადიოსადგურ „გალეი ცაჰალის“ ცნობით, რაკეტებიდან ერთ-ერთმა მაინც ისრაელის საჰაერო თავდაცვა გაარღვია და იერუსალიმის თავზე აფეთქდა.

არსებული ინფორმაციის თანახმად, ირანის მიერ გაშვებული ერთ-ერთი რაკეტა იერუსალიმის ცენტრიდან დაახლოებით 7 კილომეტრის სიმაღლეზე აფეთქდა, 8 კილომეტრის რადიუსში დაახლოებით 20 კასეტური საბრძოლო ელემენტი (ქვე-ჭურვი)  გაფანტა. რომლებც საცხოვრებელ შენობებს მოხვდა და მიყენებული ზიანი მცირე ზომის რაკეტით დარტყმას შეესაბამება.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობა ხაზს უსვამს, ასეთი რაკეტები გაცილებით საშიშია, ვიდრე ჩვეულებრივი რაკეტები, რადგან  კასეტური საბრძლო ელემენტების (ქვეჭურვების)  ჩაჭრა გაცილებით რთულია და ისინი მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ, თუმცა ნაკლებად, ვიდრე ჩვეულებრივი მაღალფეთქებადი ქობინებით ბალისტიკური რაკეტები.

იერუსალიმში ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობამ დაადასტურა, რომ ირანმა დღეს ქალაქის ცენტრში კასეტური საბრძოლო  ქობინებით სულ მცირე ერთი ბალისტიკური რაკეტა ისროლა, – ნათქვამია განცხადებაში.

კითხვის გაგრძელება…

  „აშენდება 4-ზოლიანი გზა“ - რა ჯდება და რა ტერიტორიებზე გაივლის თბილისი-რუსთავის მაგისტრალი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი