პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტი"ისინი სახლში გმირებად ბრუნდებიან" - შოკირებული ესპანეთი, "კვარას" ჭკვიანური დარტყმა და ქომაგების...

“ისინი სახლში გმირებად ბრუნდებიან” – შოკირებული ესპანეთი, “კვარას” ჭკვიანური დარტყმა და ქომაგების ტაში, დოლის ფონზე: რას წერს მსოფლიო მედია გუშინდელ მატჩზე

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ან­გა­რი­შით 4:1 წა­ა­გო, უცხო­უ­რი მე­დი­ის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ ნაკ­რებ­მა ტურ­ნი­რის მთა­ვარ ფა­ვო­რიტს მოკლეხ­ნი­ა­ნი პა­ნი­კა გა­ნაც­დე­ვი­ნა, აღ­ნიშ­ნულ მატჩსა და მთლი­ან ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა კი გა­სა­ოც­რად გა­მო­უ­ვი­და და ყვე­ლა ოპო­ნენ­ტის პა­ტი­ვის­ცე­მა და­იმ­სა­ხუ­რა. გაც­ნობთ Guardian-ის, BBC-ის, Telegraph-ისა და Independent-ის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ზე და­წე­რილ გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს.

Guardian-ის მიერ მატ­ჩი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სტა­ტია ასეა და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი: “ეს­პა­ნე­თი ად­რე­უ­ლი შო­კი­დან გა­მო­დის, სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვი­ლად ამარ­ცხებს და გერ­მა­ნი­ას­თან შეხ­ვედ­რას ნიშ­ნავს”. მი­უ­ხე­და­ვად ამ სა­თა­უ­რი­სა, სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­მა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფა­ვო­რი­ტე­ბის­თვის “მარ­ტი­ვი” სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:”ეს­პა­ნე­თი გერ­მა­ნი­ას შეხ­ვდე­ბა. არა­ფე­რი გვაქვს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო. ტურ­ნი­რის მას­პინ­ძე­ლი და სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი ერ­თმა­ნეთს შტუტ­გარ­ტში, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­სას­ვლე­ლად შეხ­ვდე­ბი­ან, მას შემ­დეგ, რაც “სე­ლე­სი­ონ­მა” სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ 33 დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ოთხი გოლი გა­ი­ტა­ნა. თუმ­ცა “ად­ვი­ლად” გას­ვლა შე­იძ­ლე­ბა ზუს­ტი სი­ტყვა სუ­ლაც არ იყოს.

ეს­პა­ნე­ლე­ბი კვლავ შთამ­ბეჭ­და­ვე­ბი იყ­ვნენ გა­მარ­ჯვე­ბის გზა­ზე. ხა­რის­ხის, კონ­ტრო­ლი­სა და სის­წრა­ფის მშვე­ნი­ერ­მა კომ­ბი­ნა­ცი­ამ მათი ფა­ვო­რი­ტე­ბის სტა­ტუ­სი და­ა­დას­ტუ­რა, მაგ­რამ ეს ოდ­ნავ უფრო მარ­ტი­ვად ჟღერს, ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო – თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ეს­პა­ნეთ­მა პირ­ვე­ლად გა­უშ­ვა გოლი და სა­ქარ­თვე­ლომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ მათ­თან თა­ნაბ­რად ეთა­მა­შა.

სა­ბო­ლო­ოდ, სა­ქარ­თვე­ლო ვერ შე­ედ­რე­ბო­და გუნდს, რო­მელ­საც როდ­რი დი­რი­ჟო­რობ­და და რო­მელ­საც ჰყავ­და ლა­მინ ია­მა­ლი და უი­ლი­ამ­სი, რომ­ლე­ბიც დაც­ვას არ­ღვევ­დნენ. ახლა ის­მის კი­თხვა, შე­ედ­რე­ბა თუ არა მათ ვინ­მე სხვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს­პა­ნეთ­მა გას­ვლა და­იმ­სა­ხუ­რა, და გან­სა­კუთ­რე­ბით, ლა­მინ ია­მალს ალ­ბათ შე­ეძ­ლო, კი­დევ ერთი-ორი გოლი გა­ე­ტა­ნა, მე­ო­თხე გოლი დე­ბი­უ­ტან­ტე­ბის­თვის ცოტა სას­ტი­კი აღ­მოჩ­ნდა – ისი­ნი სახ­ლში 3.7 მი­ლი­ონ ადა­მი­ან­თან ბრუნ­დე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც მათ, სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნად, გმი­რე­ბად მი­ი­ღე­ბენ.

ტურ­ნირ­ზე ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გის მქო­ნე გუნ­დის (მსოფ­ლი­ო­ში 74-ე, ევ­რო­პა­ში კი 0 35-ე), სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­ვარ­დნა გა­საკ­ვი­რი არაა. სი­ურპრი­ზია ის, თუ რამ­დე­ნად მოგ­ვე­ნატ­რე­ბი­ან ისი­ნი. შვი­დი ბა­ნე­რი იყო გა­ჭი­მუ­ლი ტრი­ბუ­ნა­ზე, რომ­ლებ­ზეც დიდი წი­თე­ლი ასო­ე­ბით ეწე­რა სი­ტყვა: “გჯე­რო­დეს”. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ მარ­თლაც სჯე­რო­დათ. გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა უკვე აღ­წე­რა ეს რო­გორც “ლა­მა­ზი, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ფილ­მი”, და ეს იყო მა­ნამ­დე, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო მე-18 წუთ­ზე პირ­ველ გოლს გა­ი­ტან­და. ისი­ნი რე­ა­ლუ­რად 75-ე წუ­თამ­დე არ და­ცე­მუ­ლან, და ესეც კი მა­შინ მოხ­და, როცა თა­მაშ­ში დაბ­რუ­ნე­ბის გზას ეძებ­დნენ, თა­მაშ­ში, რო­მელ­შიც და­ნე­ბე­ბა­ზეც უარ ამ­ბობ­დნენ.

  დღეს ოლიმპიადაზე ლაშა ბექაური იასპარეზებს

სა­ქარ­თვე­ლოს ას­პა­რე­ზო­ბა შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­და, მაგ­რამ რა კამ­პა­ნია იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. პორ­ტუ­გა­ლი­ა­ზე გა­მარ­ჯვე­ბა სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა მათი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში. და ეს­პა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ წინ გას­ვლამ შექ­მნა მთე­ლი ის დრა­მა, რაც ამ მატჩს სჭირ­დე­ბო­და”, – ვკი­თხუ­ლობთ გა­მო­ცე­მის შე­ფა­სე­ბას. სრულად

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი