შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიირმა ხეცურიანმა პარალიმპიადაზე რაპირით ფარიკაობაში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

ირმა ხეცურიანმა პარალიმპიადაზე რაპირით ფარიკაობაში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა (კატეგორია B) რაპირით ფარიკაობაში პირველი შეხვედრა გამართა. მან ბრაზილიელი მონიკა სანტოსი ანგარიშით 15:13 დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

გუშინ ხეცურიანმა პარიზის პარალიმპიადაზე ხმლით ფარიკაობაშიც იასპარეზა და ამ დისციპლინაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის სამი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედლები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვეს.

  საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე - საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი