ირმა ხეცურიანმა პარალიმპიადაზე რაპირით ფარიკაობაში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა (კატეგორია B) რაპირით ფარიკაობაში პირველი შეხვედრა გამართა. მან ბრაზილიელი მონიკა სანტოსი ანგარიშით 15:13 დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

გუშინ ხეცურიანმა პარიზის პარალიმპიადაზე ხმლით ფარიკაობაშიც იასპარეზა და ამ დისციპლინაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის სამი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედლები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვეს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ირმა ხეცურიანმა პარალიმპიადაზე რაპირით ფარიკაობაში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. 4 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ირმა-ხეცურიანმა-პარალიმპ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi