ირანის სამხედრო სპიკერი, ბოლო დღეებში ისრაელის მიერ მიერ გაკეთებული განცხადებების მსგავსად, ირწმუნება, რომ ირანს “სრული კონტროლი აქვს” ისრაელის ცაზე.
გამოცემა Times of Israel წერს, რომ ირანელი სპიკერის განცხადებები წარმოადგენს თეირანის მცდელობას, მსმენელი დაარწმუნოს, რომ ისრაელის მხრიდან უწყვეტი საჰაერო იერიშების შემდეგ ირანი ვითარებაზე კვლავ ინარჩუნებს კონტროლს.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სპიკერის, იმან ტაჯიკის მტკიცებით, ისრაელის ტერიტორიები და მისი მცხოვრებლები “დაუცველი” გახდნენ ირანის სარაკეტო თავდასხმების წინააღმდეგ.
“ამ ღამის სარაკეტო თავდასხმამ აჩვენა, რომ ჩვენ სრული კონტროლი დავამყარეთ ოკუპირებული ტერიტორიების ცაზე და რომ მისი მცხოვრებლები სრულად დაუცველები არიან ირანული სარაკეტო თავდასხმების წინააღმდეგ”. – აცხადებს ირანის სამხედრო სპიკერი.
16 ივნისის ღამით ისრაელის მიმართულებით გაშვებულ ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.