პარასკევი, მაისი 22, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაირაკლი ყიფიანი: „ტელეეკრანზე მორიგი „აზრის გიგანტი“ გამოგვეცხადა, აღშფოთებულა, – გინების კანონი შემოდისო“

ირაკლი ყიფიანი: „ტელეეკრანზე მორიგი „აზრის გიგანტი“ გამოგვეცხადა, აღშფოთებულა, – გინების კანონი შემოდისო“

შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება

ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს:

„ტელეეკრანზე მორიგი „აზრის გიგანტი“ გამოგვეცხადა და თავისუფლების ისეთი რევოლუციური კონცეფცია შემოგვთავაზა, ჯონ სტიუარტ მილი და ჯონ ლოკი საფლავებში ალბათ ვენტილატორებივით ტრიალებენ.

თურმე, პირველი ივნისიდან კაცობრიობის უმთავრესი ეგზისტენციალური კრიზისი გვიდგება: აღშფოთებულან, რას ჰქვია, გინების კანონი შემოდის და ეს უკონტროლო მარაზმი უნდა დასრულდესო. თურმე რა ეშველება ჩვენს სამოქალაქო უფლებებსა და დემოკრატიას, თუ სოციალურ ქსელში ვეღარ შევიგინებით და პრემიერ-მინისტრს (ან ნებისმიერ სხვას) იდიოტს ვეღარ დავუძახებთო, კალაძეს და კობახიძეს კეთილებს მაინც ვაგინებთო. დიახ, ბატონებო, ზუსტად აქ გადის თანამედროვე ქართული პოლიტიკური დისიდენტობის ფრონტის ხაზი.

დაგავიწყდეთ ბასტილიის აღება და ტოტალიტარიზმთან ბრძოლა. დღეს „თავისუფლებისთვის ბრძოლის“ მწვერვალი ფეისბუქზე იაფფასიანი გინების ექსკლუზიური უფლების შენარჩუნება და საჯარო სივრცეში არსებული უკონტროლო სიბინძურის დაცვა ყოფილა. ხალხი, რომელსაც ორი სიტყვის, ორი არგუმენტის გადაბმა უჭირს, ტრაგედიად აღიქვამს იმას, რომ ბილწსიტყვაობის მონოპოლიას ართმევენ.

მისი არგუმენტაცია ხომ საერთოდ პუბლიცისტიკის შედევრია: „მე მინდა თავისუფლება, კაცო, სანამ ვინმეს ვაზიანებ!“ — აცხადებს ჩვენი ეპოქის ვოლტერი. ანუ, თავისუფლება მისთვის არის არა პასუხისმგებლობა, შემოქმედება ან კრიტიკული აზროვნება, არამედ უბრალოდ ტერიტორია, სადაც შეუძლია დაუსჯელად აფრქვიოს საკუთარი ინტელექტუალური ფაღარათი. სანამ ფიზიკურად არავის დაულეწავს ცხვირ-პირს, თურმე საჯარო სივრცის სიტყვიერი ნაგვით დაბინძურება პიროვნული თავისუფლების უმაღლესი აქტია და ამ მარაზმის დასრულება კი დიქტატურა.

რა ტრაგიკომიკურია, როცა „სამოქალაქო აქტივისტი“ საკუთარ ინტელექტუალურ ჭერად ვიღაცის იდიოტად მოხსენიებას ისახავს და ამ პროვინციულ პერფორმანსს ლამის ეპოქალურ გმირობად ასაღებს. ჯერ რა წარმოდგენა აქვს საკუთარ მნიშვნელობაზე – „შეიძლება დამიჭირონო“. თითქოს სახელმწიფოს მთელი „რეპრესიული მანქანა“ სულგანაბული ელოდება პირველ ივნისს, რომ ამ უცნობი ტელე-მოაზროვნის მდარე სტატუსი აღკვეთოს და გულაგში გაისტუმროს.

თავისუფლება, ჩემო ძვირფასო „მებრძოლო“, ის კი არ არის, რომ შენი შინაგანი სიცარიელე, კომპლექსები და უზრდელობა საჯაროდ გადმოანთხიო და მერე წამებულის მანტია მოისხა, არამედ ის, რომ სათქმელი გქონდეს და არგუმენტით საუბარი შეგეძლოს. მაგრამ როცა სათქმელი არ გაქვს, რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი გზაა, იგინო, ამ უკონტროლო მარაზმში იტივტივო და მერე იყვირო, რომ სიტყვის თავისუფლებას გართმევენ.

  "ემანუელი ყოველთვის ცდება...“ - რა ხდება აშშ-სა და საფრანგეთის ლიდერებს შორის?

ასე რომ, დაველოდოთ პირველ ივნისს. იქნებ ამ მაგიურმა თარიღმა მართლა დაუსვას წერტილი ამ გაუთავებელ ონლაინ-სიბინძურეს და გვიხსნას ეთერში მსგავსი ინტელექტუალური სიღატაკის მოსმენისგან. თუმცა, სამწუხაროდ, სისულელის ტირაჟირებას და შინაგან სიბნელეს კანონი ვერასდროს აკრძალავს“, – წერს ირაკლი ყიფიანი.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.