ირაკლი კობახიძე – „საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული ამოცანები, რაც არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ჰუმანიტარული ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა. შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული ამოცანები, რაც არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ჰუმანიტარული ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

„რეალურად რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება, აქამდე მუშაობდა აქტიურად შვეიცარიის საელჩოში ჩვენი სექცია და, კიდევ ერთხელ, ჩვენ დავინახეთ საჭიროება, რომ, სექციის მუშაობის პარალელურად, დანიშნულიყო ხელახლა სპეცწარმომადგენელი.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები, ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ჰუმანიტარული ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნება და ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო. ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა, სექცია აგრძელებს მუშაობას, თუმცა, ამასთან ერთად, ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა. შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი“, – აღნიშნა პრემიერმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ირაკლი კობახიძე – „საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული ამოცანები, რაც არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ჰუმანიტარული ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება“. 21 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ირაკლი-კობახიძე-საქართ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi