ღვინის ეროვნული სააგენტოსა და იაპონური მარკეტინგული კომპანიის, „რედ ბრიჯის“ მხარდაჭერით, იაპონიის ქალაქ ნაგოიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
იაპონიის ქალაქ ნაგოიაში, საქართველოს მეღვინეობის ისტორიის, კულტურის, ვაზის ჯიშებისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია კომპანია Red Bridge-ის დირექტორმა, იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ გამართა. მანვე სტუმრებს სხვადასხვა სტილის 8 ქართული ღვინო წარუდგინა კახეთის, იმერეთისა და რაჭის რეგიონებიდან.
ღონისძიებას იმპორტიორები, ბაიერები, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები, ჯამში, 100-მდე სტუმარი დაესწრო.
ნაგოია, იაპონიის ჩუბუს პრეფექტურის უდიდესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი, რეგიონის
დედაქალაქად ითვლება და მნიშვნელოვან სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრს წარმოადგენს 10 მილიონი მცხოვრებლით. ნაგოია იაპონიაში სიდიდით მესამე ქალაქია ტოკიოსა და ოსაკას შემდეგ.
მარკეტინგულ კომპანია Red Bridge-თან ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. მისი საქმიანობა იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობაა.
იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოეწყო. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დეგუსტაციების პარალელურად, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში: Foodex Japan-ში, RAW Wine Tokyo-სა და Wine and Gourmet Japan-ში, ღვინის ადგილობრივ კონკურსებში. 2019 წელს იაპონიის
დედაქალაქ ტოკიოში მასშტაბური გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“ გაიმართა, რომელმაც 2 თვის განმავლობაში ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.
#drpkhakadze#გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით
ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkim
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). იაპონიის ქალაქ ნაგოიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. 23 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/იაპონიის-ქალაქ-ნაგოიაში/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T18:31:36+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
