„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება – სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო“ – კობახიძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში.

„რაც შეეხება უმაღლესი განათლების რეფორმას და კონკრეტულად დაფინანსების საკითხს, ჩვენ გვქონდა შეკრება, განვიხილეთ ეს საკითხი მთავრობის ფორმატშიც და პოლიტიკური საბჭოს ფორმატშიც და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2026 წლის მიღებიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო. ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში“, – განაცხადა პრემიერმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება – სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო“ – კობახიძე. 5 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ეს-არის-ძალიან-მნიშვნელ-3/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi