საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ეთანხმება გიორგი ფხაკაძის მოსაზრებას, რომ „იგლ ჰილსის“ მთავრობის მასშტაბური ინვესტიციის წინააღმდეგ „ლელოს“ მიერ დაწყებული კამპანია, ახლა გადაბარებული აქვთ „ალტ ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“, ასევე, პროცესებში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოებიც არიან ჩართული
გვაქვს ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთლიანად ევროპის კონტინენტზე და ჩვენს რეგიონში. რა თქმა უნდა, ამით შეშფოთებულები არიან არაკეთილმოსურნეები და ისინი როგორც აკოორდინირებენ ხოლმე სხვა კამპანიებს, ზუსტად ასევე აკეთებენ იმავეს. მინდა შეგახსენოთ, რომ ფართო სპექტრი ჩართეს ამ კამპანიაში და საინტერესოა ერთი დეტალი, რაც კოორდინაციას კარგად აჩვენებს – კამპანია დააწყებინეს „ლელოს“ და შემდეგ გაწიეს ამ კამპანიიდან, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე საუბრისას, გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მასშტაბური ინვესტიციის წინააღმდეგ „ლელოს“ მიერ დაწყებული კამპანია, ახლა გადაბარებული აქვთ „ალტ ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“, ასევე, პროცესებში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოებიც არიან ჩართული.
ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ, “იგლ ჰილსის” ინვესტიციასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ მიტინგებს პრორუსები აწყობენ მასშტაბური ინვესტიციის წინააღმდეგ და “ნაცებთან” ერთად, ისინი რუსეთის აგენტები არიან, ვინაიდან, საკუთარი ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგებიან. ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკის, განათლების და მეცნიერების განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
“ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს – არა სოციალურ დახმარებას, არამედ შენ იმუშავებ, გექნება ხელფასი და ქმნი დოვლათს. ეს არის მთავარი კონცეფცია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ინვესტიციაზე. კიდევ ერთხელ, ყველაზე სულელებისთვის: იმდენად ტვინგამორეცხილია ეს ხალხი, რომ უკვე ამოვიდა ყელში, რაღაც მიტინგებს აწყობენ, თან ვინ? – ესენი არიან პრო რუსი, გონებაჩლუნგი ტიპები. ჩემი დასკვნაა, რომ “ნაცები” და მაგათი “სასტავი” არის რუსეთის აგენტები. მაპატიეთ, მაგრამ ლოგიკურ დასკვნას ვერ ვაკეთებ, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგებოდე? ინვესტიცია ცუდია – ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, ამერიკა, ტრამპი ეხვეწება [არაბულ ქვეყნებს], ჩადეთ ინვესტიცია ჩემთან, ტრილიონობით დოლარებიო. გააჩნია ქვეყნის პოტენციალს, ვიღაცას მოვუსმინე, “არ დებენ ჩვენთან ინდუსტრიაში [ფულს]” და ძალიან გავბრაზდი, შენ ინდუსტრიული ქვეყანა ხარ? რაც ხარ, იმაში დებენ ფულს. ჩვენ რომ ვყოფილიყავით ინდუსტრიული ქვეყანა, ინდუსტრიაში ჩადებდნენ ფულს, ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა და დებენ ფულს ტურიზმში. ყველაფერს აქვს საზღვარი, ვინმე გიშლის ხელს, შენ რომ გააკეთო? ქვეყანა სხვანაირად ვერ გაიზრდება ვერც ეკონომიკურად, ვერც განათლებით, ვერც მეცნიერებით, თუ არ შემოვიდა ფული, სიღარიბეში იქნები და ვერაფერს გააკეთებ. როცა შენ გაქვს ფული, მერე საუბარია იმ ფულის გადანაწილებაზე – ბიუჯეტის გადანაწილებაზე, რაზეც კაციშვილი ხმას არ იღებს” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, „იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ხელწერა და კოორდინაცია მარტივად იკითხება და კამპანიაში ჩართული ძალები უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რასაც ნაკლი არ აქვს.
„თუ დააკვირდებით ბოლო ერთ-ორ კვირას, „ლელო“ გაწეული ჰყავთ კამპანიიდან, ანუ, ვისაც დააწყებინეს კამპანია, ის გასწიეს და ეს კამპანია გადააბარეს არსებითად კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, ეს არის ძირითადად „ალტ ინფო“, „პატრიოტთა ალიანსი“. ანუ, კონკრეტული შავბნელი ძალები არიან, რომლებიც ასევე აშკარად არიან კონკრეტული კოორდინაციის ქვეშ. „ალტ ინფოზე“ კონკრეტული მიზეზიც გითხარით, რომ ბინძური მეთოდები გამოიყენეს და მას შემდეგ, მათ აქვთ შეცვლილი საკუთარი ხაზები, რაც ჩანს რეალურად იმ პროცესებიდან, რომლებიც ვითარდება. ანუ, „ლელოს“ დააწყებინეს, მერე გაწიეს „ლელო“, გადააბარეს „ალტ ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“, იქ ჰყავთ კიდევ უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები ჩართული – რეალურად, ძალიან მარტივად იკითხება აქაც ხელწერა და კოორდინაცია. მარტივი კოორდინაციის საფუძველზე უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რასაც უბრალოდ, ნაკლი არ აქვს. „არაბიზაცია“ არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო – 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, რომლის ეკონომიკა წელს პირველად გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. არავითარი საგადასახადო შეღავათები, არავითარი მიწის გასხვისების უფლება – ყველაფერზე გავაკეთეთ განმარტება. რეალურად, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები“, –აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის თქმით, ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ ინვესტიციებს დებდნენ ბრიტანეთში და ზოგადად, ევროპაში.
ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ ინვესტიციებს დებდნენ ბრიტანეთში და ზოგადად, ევროპაში. იგივე სიტუაცია იყო, როდესაც რუსეთი რუსეთობდა, ძალიან დიდი რუსული ინვესტიციები იყო და ახლა ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ, “იგლ ჰილსის” ინვესტიციასთან დაკავშირებით საუბრისას.
მისივე განცხადებით, “იგლ ჰილსის” ოფისში ინტერესის გამო იმყოფებოდა და ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო, კომპანიის შემოსვლით კი ქვეყანაში მშენებლობის მაღალი სტანდარტებიც შემოვა.
იგლ ჰილსში” არც წილი მაქვს, არაფერი, დავინახე და შევედი. ყველაფერი შევეკითხე ძალიან სკურპულოზურად და არა ზედაპირულად. შევედი ოფისში, ვნახე, ჯერ ერთი რა ოფისია, მერე დეტალები, კარგი თანამშრომლები – მასალები რომ ნახოთ, რისგანაც აპირებენ აქ ყველაფრის გაკეთებას, ყველაფერი არის უმაღლესი დონე, ეს ნიშნავს, რომ მშენებლობაში უფრო მაღალი სტანდარტები შემოდის ქვეყანაში და არა ის, მე რომ თბილისში ვიყავი ჩამოსული, ზოგიერთ კორპუსში რომ შევედი, გული შემიწუხდა, ბევრი უხარისხო კორპუსია აშენებული თბილისში.” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ “თუ ქვეყანაში არ შემოვიდა კარგი ინვესტიცია, დიდი ფული, სხვანაირად ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება”.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


