5 ინფექცია, რომელიც ყოველწლიურად კიბოს 2 მილიონზე მეტ ახალ შემთხვევას იწვევს – ახალი კვლევა

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

როცა კიბოს რისკების შემცირებაზე ვფიქრობთ, პირველ რიგში თამბაქო, ალკოჰოლი და ფიზიკური უმოქმედობა გვახსენდება. თუმცა, ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ The Lancet Oncology-ში გამოქვეყნებული ახალი გლობალური კვლევის თანახმად, 2024 წელს მსოფლიოში დასმული კიბოს დიაგნოზების 12% (2,3 მილიონი ახალი შემთხვევა) სწორედ ინფექციებთან იყო დაკავშირებული! 

ახალი კვლევის მიხედვით, არსებობს ხუთი ინფექცია, რომელიც ყოველწლიურად კიბოს 2 მილიონზე მეტ ახალ შემთხვევას იწვევს. ამის შესახებ მიხეილ ჭაბუკაშვილი წერს. 

„ამ შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაზე პასუხისმგებელია ხუთი მთავარი პათოგენი:

მთავარი დამნაშავეები

- Advertisement -
Ad imageAd image

Helicobacter pylori (4% / 760 000 შემთხვევა): კუჭის ბაქტერია, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს აქვს. უმეტესობას სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა გარკვეულ შტამებს კუჭის წყლულისა და კუჭის კიბოს გამოწვევა შეუძლიათ.

ადამიანის პაპილომავირუსი – HPV (4% / 750 000 შემთხვევა): საშვილოსნოს ყელის და სხვა ტიპის კიბოების ძირითადი გამომწვევი.

B ჰეპატიტის ვირუსი – HBV (2%): ღვიძლის კიბოს ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი.

ეპშტაინ-ბარის ვირუსი – EBV (1%): სიაში ახლახან დამატებული ვირუსი, რომელიც ცხოვრების მანძილზე ადამიანთა 95%-ს ხვდება.

C ჰეპატიტის ვირუსი – HCV (<1%): ღვიძლის ქრონიკული დაზიანებისა და ონკოლოგიის წყარო.

- Advertisement -
Ad imageAd image

მკვლევართა განცხადებით, ეს მონაცემები იმედის მომცემია, რადგან ინფექციების პრევენცია და დროული მკურნალობა (ვაქცინაცია, სკრინინგი, ანტიბიოტიკოთერაპია) შესაძლებელს ხდის მილიონობით ონკოლოგიური შემთხვევის თავიდან აცილებას!

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია HPV-სა და B ჰეპატიტის ვაქცინაციის გაფართოება, ასევე ახალი ვაქცინების შექმნა H. pylori-სა და ეპშტაინ-ბარის ვირუსის წინააღმდეგ“,- წერს მიხეილ ჭაბუკაშვილი. 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). 5 ინფექცია, რომელიც ყოველწლიურად კიბოს 2 მილიონზე მეტ ახალ შემთხვევას იწვევს – ახალი კვლევა. 30 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/5-ინფექცია-რომელიც-ყოველწ/

  ღვეზელი -მარტივად მოსამზადებელი
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi